უფრო მეტიც, ამ იდეას მხარს უჭერს ქვეყნის პრემიერმინისტრი ფრანსუა ფიიონი. დღეისთვის განიხილება ეტაპის ლე კასტელში მდებარე პოლ რიკარის ავტოდრომზე ჩატარება. თეორიულად ეს შესაძლებელი იქნება, თუ ეკონომიკური გამოთვლები აჩვენებენ, რომ ბილეთების რეალიზაციიდან სავარაუდო მოგება 20-25 მილიონ ევროს გაუტოლდება.
მანი-კურის ტრასაზე დაბრუნებისგან თავი შორს დაიჭირეს, ამიტომაც დღეისთვის ყველაზე პერსპექტიული ვარიანტია "პოლ რიკარი", მით
ბელგიის გრანპრის ორგანიზატორები ყოველწლიურად კარგავენ 4 მილიონ ევროს. მათ ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობასთან 2012 წლის ბოლომდე აქვთ კონტრაქტი. იმის გამო, რომ ამ კლასიკური რბოლის პერსპექტივები ბუნდოვანია, მისი პრომოუტერები არ გამორიცხავენ ფრანგულ მხარესთან კომპრომისს.
"წელს უკვე დამიკავშირდნენ ფრანგული მხარის ოფიციალური წარმომადგენლები, - დაადასტურა ბელგიური რბოლის პრომოუტერმა ანდრე მაესმა. - შესაძლოა, ამან დაგვაინტერესოს, მე ახალ წინადადებებს ველი".
ორი ეტაპის მონაცვლეობით ჩატარების იდეა, შესაძლოა, ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმაც გაიზიაროს. მაგრამ Journal du Dimanche წერს, რომ წინასწარი გამოთვლებით ბილეთების რეალიზაციით მაქსიმუმ 14 მილიონი ევრო შეგროვდება. საჭიროა კიდევ 6-8 მილიონი.
* * *
საინტერესო სტატისტიკა წარმოადგინა გაზეთმა Bild am Sonntag. მან მონაკოს გრანპრიზე შეისწავლა ხმაურის დონე, რომელსაც გუნდების ბოლიდები წარმოქმნიან.
ყველაზე ხმაურიანი მანქანა ჰყავს "მერსედესს" - 127,8 დეციბელი, რაც პრაქტიკულად უთანაბრდება რეაქტიული თვითმფრინავის ხმას. "მერსედესის" შემდეგ მოდიან "ლოტუს რენო" (127,5), "მაკლარენი" (127,3) და "რედ ბული" (127,1).
ყველაზე "ჩუმი" ბოლიდი ჰყავს "ვირჯინს", რომელიც "კოსუორტის" ძრავით მუშაობს - 125,9 დეციბელი.
შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის შეფმა ბერნი ექლსტოუნმა ბოლიდების მიერ გამოცემული ხმაური ოთხცილინდრიანი ძრავების შემოღების ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა.