"ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი ბაჰრეინში ხვდებოდა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წევრებს, - განაცხადა ტოდტმა BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში. - მას უამრავ ადამიანთან ჰქონდა შეხვედრა და მხოლოდ ამის შემდეგ შეადგინა დასკვნა, რომელსაც ერთხმად დავუჭირეთ მხარი".
მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაცია Avaaz-მა გაავრცელა საკუთარი განცხადება, სადაც ფედერაციის ცნობებისგან რადიკალურად განსხვავებული ფაქტებია მოყვანილი.
"აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს ფედერაციის მტკიცება იმის შესახებ, თითქოს ბაჰრეინში
ბრიტანული გამოცემა "ავტოსპორტი" ასევე იტყობინება, რომ Avaaz-ის აქტივისტებმა დაახლოებით 450 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს მოწოდებით - ბოიკოტი გაუმოცხადონ ბაჰრეინის გრანპრის.
ჟან ტოდტის სიტყვებით, ფედერაცია გააგრძელებს ამ ქვეყანაში მოვლენათა განვითარებისთვის თვალყურის დევნებას: "თუ ჩვენ მყარ მტკიცებულებებს მოგვაწვდიან იმაზე, რომ სიტუაცია დაიძაბა და იქ ჩასვლა რისკთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ".
ჯერჯერობით ჩემპიონატში მონაწილე არც ერთ საჯინიბოს კომენტარი არ გაუკეთებია შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ასოციაცია FOTA-მ, რომელიც HRT-ის გარდა ყველა გუნდს აერთიანებს თავის რიგებში, მოკლე განცხადება გაავრცელა: "FOTA-ის უკლებლივ ყველა წევრი აღიარებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფედერაციის მსოფლიო საბჭომ მიიღო. იმედია, საკითხს ჩვენს ორგანიზაციიასთან ერთად განიხილავენ, რის შემდეგაც იქნება შემუშავებული ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მკაფიო პოზიცია".
თუმცა იმავე BBC-ის ინფორმაციით, "ფერარის" ხელმძღვანელმა სტეფანო დომენიკალიმ ფედერაციის სხდომის დროს ბაჰრეინის გრანპრის დაბრუნებას დაუჭირა მხარი. იგივე პოზიცია დაიკავა "ფორს ინდიას" მფლობელმა ვიჯეი მალიამ.
* * *
გუშინვე ტოდტმა 2012 წლის სეზონის კალენდარის შესახებ გააკეთა კომენტარი. ერთ-ერთ წინა ნომერში ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ საგაისო
ჩემპიონატის განრიგის წინასწარი ვერსია. კალენდარში სარეკორდო - 21 ეტაპია შეტანილი, თუმცა ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩემპიონატში 20 გრანპრი გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთ ქვეყანას უარი უნდა უთხრან.
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში. 21 თარიღი გვაქვს, მაგრამ მხოლოდ 20 ეტაპი ჩატარდება", - ამბობს ტოდტი.
თუმცა ფრანგი ჩინოვნიკი ვერ აზუსტებს, რომელი ეტაპი იქნება ზედმეტი. ვარაუდობენ, ეს შეიძლება იყოს ბაჰრეინი, თურქეთი ან აშშ.