- "ზაუბერის" ერთ-ერთმა მექანიკოსმა საღამოს მონრეალის ცნობილ სექსკლუბში წამიყვანა, მაგრამ ამ სანახაობას ვერ გავუძელი და გამოვიქეცი.
- კანადაში გადაფრენისას რით ხართ დაკავებული თვითმფრინავში? ფრენა ხომ შვიდი საათის განმავლობაში გრძელდება...
- ჩვეულებრივ, ასეთი ხანგრძლივი
- ძილს არ იშველიებთ?
- თვითმფრინავში ძილი არ არის სასარგებლო, რადგან კანადაში ადგილობრივი დროით დღის სამ საათზე ჩავდივართ და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავერთო კანადურ რითმში.
- რას ელოდებით კანადის გრანპრისგან 2011 წლის სეზონში, რომელშიც ექვსიდან ხუთი რბოლა გაქვთ მოგებული?
- რა თქმა უნდა, მორიგ წარმატებას. თუმცა კვალში გვიდგას "მაკლარენი". შარშან მონრეალში ჩემს მანქანს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ამიტომაც ლუის ჰემილტონის, ჯენსონ ბატონისა და ფერნანდო ალონსოს შემდეგ მეოთხე ადგილი დავიკავე.
- ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად მიგიჩნევენ და საბუკმეიკერო კანტორებში თქვენს ჩემპიონობაზე კოეფიციენტი უკვე 1.15-მდე დაეცა. ხოლო თქვენს წინააღმდეგ თანხის დადების შემთხვევაში, ყოველ დახარჯულ 10 ევროზე 42 ევროს აიღებთ...
- ასე ნაადრევ პროგნოზებს არ გავაკეთებდი. ჩემპიონატი გრძელია და, რა თქმა უნდა, მისი ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება უიღბლო სერია დაგვეწყოს ან "რედ ბული" ტექნიკამ დააღალატოს...
- მონრეალში, როგორც წესი, არ გამართლებთ: მაგალითად, შარშან გზად აეროპორტიდან სასტუმროსკენ ვიღაცამ თქვენი საკრედიტო ბარათი მოიპარა.
- სანამ დანაკარგი შევამჩნიე და ბარათი დავბლოკე, ვიღაც ცუდმა ადამიანმა მოასწრო ვახშმობა და ამაში 600 ევრო გადაიხადა.