ნანდომ სასამართლო მოიგო

AutoSharing Option
"ფერარის" ლიდერმა ფერნანდო ალონსომ ტელეკომპანია Antena 3-ს სასამართლო პროცესი მოუგო და მორალური კომპენსაციიის სახით 73 ათასი ევრო მიიღო.

2009 წლის დეკემბერში ესპანურმა არხმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო თავის მეუღლეს რაკელ დელ როსარიოს შორდება. ავტომბროლმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ტელეკომპანია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა.

მადრიდის სასამართლომ გუშინ გამოიტანა საბოლოო განაჩენი და ტელეკომპანიას კომპენსაციის სახით 73 ათასი ევროს გადახდა დაუწესა. გარდა ამისა, Antena 3-მა პირდაპირი ეთერით უნდა მოუხადოს ბოდილი ესპანელ ავტომრბოლს.

ალონსომ უკვე გამოაცხადა, რომ საკომპენსაციო თანხას UNICEF-ის ბავშვთა
ფონდში გადარიცხავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული