ბრიტანელის მართვის აგრესიულმა მანერამ კვლავ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რის გამოც "მაკლარენის" წევრმა კვლავ აზარალა კონკურენტები, თუმცა თავად უფრო მეტი ზარალი ნახა, კერძოდ, მერვე წრეზე ნაადრევად გამოემშვიდობა რბოლას.
ჰემილტონი ჯერ "რედ ბულის" პილოტ მარკ უებერს შეეჯახა, შემდეგ კი თანაგუნდელ ჯენსონ ბატონთან ჰქონდა კონტაქტი. სწორედ ეს შეჯახება აღმოჩნდა ლუისისთვის სადებისწერო... რბოლის შემდეგ ბრიტანელმა ბლიც-ინტერვიუ მისცა BBC-ის:
- თავდაპირველად
- შიდა რადიუსი დავიკავე და უებერის გასწრება ვცადე, მაგრამ მანქანის წინა ნაწილი მოცურდა და ერთმანეთს შევეჯახეთ. ეს შეგნებულად არ გამიკეთებია. ასეთია რბოლა...
- შემდეგ იგივე ინციდენტი შეგემთხვათ თანაგუნდელ ჯენსონ ბატონთან. ამ შემთხვევაში რა მოხდა?
- ტრასაზე ძალიან რთული პირობები იყო. ჯენსონმა ძალიან გვიან დაამუხრუჭა, შეცდა ბოლო მოსახვევში, მე კი დავეწიე და აჩქარება დავიწყე. გავუსწორდი მას, მაგრამ ბატონი აგრძელებდა მარცხნივ მოძრაობას და უკვე არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ვფიქრობდი, რომ მოვასწრებდი წინ გასვას, მაგრამ ჯენსონმა ადგილი არ დამიტოვა.
ჰემილტონის საქციელს ოპერატიულად გამოეხმაურა ლეგენდარული ავსტრიელი ნიკი ლაუდა. მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა გერმანული ტელეარხის RTL-ის ეთერში მოითხოვა ჰემილტონისადმი სერიოზული სანქციების დაწესება...
"იმას, რასაც ლუისი აკეთებს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ის შეიშალა და თუ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია მკაცრად არ დასჯის, არ ვიცი მომავალში რა მოხდება. ტრასაზე ასე მოქცევა არ შეიძლება. ერთხელ, შესაძლოა, მისი რომელიმე მეტოქე დაზარალდეს", - განაცხადა ავსტრიელმა.
* * *
25-ე წრეზე თავსხმა წვიმა წამოვიდა და ტრასაზე ხილვადობა თითქმის ნულის ტოლი გახდა. ამიტომაც წითელი დროშები გამოფინეს და რბოლა ორი საათით შეწყდა. მაყურებელი მოუთმენლად ელოდა ეტაპის განახლებას და საბოლოოდ, მოლოდინმა გაამართლა. ჰემილტონის მიერ დაზარალებულმა ბატონმა გუშინ სასწაული მოახდინა.
ლუისთან ინციდენტის გამო ჯენსონი ბოლო ადგილზე აღმოჩნდა, ეტაპი კი პირველ ადგილზე დაასრულა!!! თანაც, რბოლის მსვლელობისას ბრიტანელს ექვსჯერ (!) მოუწია ბოქსებში შესვლა. მთელი დისტანციის განმავლობაში პირველ ადგილზე მყოფმა სებასტიან ფეტელმა ბატონის შემოტევებს ვერ გაუძლო, ბოლო წრეზე მცირე შეცდომა დაუშვა და ამით "მაკლარენს" გარანტირებული გამარჯვება დაუთმო. ეს ფეტელისთვის მეორე მარცხია განვლილი შვიდი ეტაპის განმავლობაში.
სამწუხაროდ, გუშინდელი ეტაპი გვიან დასრულდა და დაწვრილებით მისი პერიპეტიების აღწერას ვერ ვასწრებთ, თუმცა ამ ხარვეზს ხვალინდელ ნომერში გამოვასწორებთ.
კანადის გრან-პრი. VII ეტაპი
მონრეალი (70 წრე, 305.270 კმ)
1(7). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 70 წრე
2(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +2.7
3(4). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +13.8
4(8). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +14.2
5(10). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) +20.3
6(3). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +33.2
7(13). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +33.2
8(18). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) +35.9
9(16). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) +45.1
10(15). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) +47.0
11(6). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +50.4
12(17). პედრო დე ლა როსა (ზაუბერი, ესპანეთი) +63.6
13(21). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 1 წრე
14(23). ნარაიან კართიკეიანი (HRT F1, ინდოეთი) 1 წრე
15(24). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 1 წრე
16(22). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 1 წრე
17(19). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 1 წრე
18(11). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 3 წრე
19(12). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 4 წრე
20(9). ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) 14 წრე
21(14). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 18 წრე
22(2). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) 33 წრე
23(20). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 41 წრე
24(5). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 62 წრე
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 161 (5 მოგება); 2. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 101 (1); 3. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 94; 4. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 85 (1); 5. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 69; 6. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 32; 7. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) - 31; 8. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) - 29; 9. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 26; 9. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 26; 11. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 25; 12. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 8; 12. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 8; 14. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) - 4; 14. რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) - 4; 16. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 2; 16. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 2.
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 255 ქულა; 2. მაკლარენი - 186; 3. ფერარი - 101; 4. ლოტუს-რენო - 60; 5. მერსედესი - 52; 6. ზაუბერი - 27; 7. ტორო როსო - 12; 8. ფორს ინდია - 10; 9. უილიამსი - 4.