ბრიტანელის მოქმედი კონტრაქტი "მაკლარენთან" 2012 წლის ბოლოს იწურება. ლუისს ბრიტანულ საჯინიბოში ხუთი სეზონი აქვს გატარებული, მაგრამ რეალურად, მხოლოდ ორჯერ ჰყავდა კონკურენტუნარიანი მანქანა. ლუისმა კარიერაში 15 გამარჯვებას მიაღწია და აქედან ათი ტრიუმფი 2007 და 2008 წლებზე მოდის. შემდეგ გამარჯვებებმა იკლო...
მარტის შუაში ლუისმა თავისი ახალი მენეჯერის სახელი გამოაცხადა. ის გახდა საიმონ ფულერი - გამოცდილი სპეციალისტი, ფეხბურთელის დევიდ ბექჰემისა და ჩოგბურთელის ენდი მიურეის მენეჯერი. სწორედ ამ დროს
პილოტი და "რედ ბულის" წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ბოლო შეხვედრა გასულ უქმეებზე მონრეალში შეხვდა - ჰემილტონმა და კრისტიან ჰორნერმა 15 წუთი "რედ ბულის" მოტორჰოუმში ილაპარაკეს.
ლუისს არაერთხელ უთქვამს, რომ უკმაყოფილოა "მაკლარენის" ბოლიდის არასაკმარისი კონკურენტუნარიანრობით, რაც მუდმივად ზღვარზე ბრძოლას აიძულებს. მისი თქმით, სწორედ ამით არის გამოწვეული ბოლო დროს გახშირებული ავარიები.
თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ მომავალ სეზონს ჰემილტონი "მაკლარენში" გაატარებს და კონტრაქტის პირობებს ბოლომდე დაიცავს, მაგრამ შემდეგ შესაძლებელია სატრანსფერო ვარიანტები...