ჰემილტონს ნასკარი მოეწონა

AutoSharing Option
კანადის გრანპრის შემდეგ "მაკლარენის" პილოტი ლუის ჰემილტონი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია და უოტკინს-გლენის ავტოდრომზე ნასკარის მანქანის საჭეს მიუჯდა. ბრიტანელის მასპინძელი იყო NASCAR Sprint Cup-ის ცნობილი ამერიკელი პილოტი ტონი სტიუარტი. სწორედ მისი კუთვნილი Chevrolet Impala გამოსცადა ლუისმა, თავის მხრივ, სტიუარტმა რამდენიმე წრე "მაკლარენის" ბოლიდის გაიარა. აქცია Exxon Mobil-ის მიერ იყო მოწყობილი და ცუდი ამინდის მიუხედავად, მაყურებლებმა და მონაწილეებმა დიდი სიამოვნება მიიღეს...

"ბავშვივით ვიყავი. ის პერიოდი გამახსენდა, როცა პირველად მივუჯექი კარტინგის საჭეს. ჯერ კიდევ დილით თავს მახსენებდა ფორმულა 1-ის დაძაბული უქმეები, მაგრამ
ტრასაზე გასვლის შემდეგ დაღლილობა გადამავიწყდა.

გასულ წლებში პილოტები ხშირად გამოდიოდნენ სხვადასხვა სარბოლო სერიაში და ტონის ვუთხარი - ცუდი არ იქნებოდა, თუ ის ფორმულა 1-ის რბოლაში მიიღებდა მონაწილეობას, მე კი მის ჩემპიონატში ვცდიდი ძალებს. ვიცი, რომ დღეს ეს შეუძლებელია, თუმცა საინტერესო გამოცდილება იქნებოდა.

Chevrolet Impala სამჯერ მძიმეა ფორმულა 1-ის ბოლიდზე, თუმცა ტრასაზე ის საკმაოდ მსუბუქი მეჩვენა. მუხრუჭები საოცრად ეფექტურია. ტონიმ ამიხსნა დამუხრუჭების მომენტი და მაშინვე ავუღე ალღო ამ თავისებურებას", - უზიარებდა ჟურნალისტებს შთაბეჭდილებებს ჰემილტონი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილად კარგი პილოტია, უბრალოდ რაღაცნაირად( არეულია ) ამ სეზონში
avtuko
15:02 16-06-2011
0

სიახლეები პოპულარული