საფრანგეთი ფორმულას იბრუნებს

AutoSharing Option
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელმაც ფორმულა 1-ის კალენდარში უნდა დააბრუნოს ფრანგული ეტაპი. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გახლავთ "ლოტუს-რენოს" შეფი ერიკ ბუიე.

ფრანგული მხარე რბოლისთვის ახალი ტრასის აშენებას არ აპირებს. მათი ჩანაფიქრით, ფორმულა 1-ის ეტაპს ჟერარ ნევეს სახელობის ავტოდრომი უმასპინძლებს, რომელზეც 1971-90 წლებში 14 გრანპრი გაიმართა.

"ოფიციალურად შემიძლია დავადასტურო, რომ შევქმენი სპეციალური ჯგუფი, რომელიც რეალობად აქცევს საფრანგეთის გრანპრის დაბრუნების პროცესს", - ამბობს ფრანსუა ფიიონი.

როგორც ვარაუდობენ, საფრანგეთის გრანპრის კალენდარში 2013 წლისთვის დააბრუნებენ, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენაც
სწრაფად შეძლებს ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას ფრანგული მხარე.

* * *
ფორმულა 1-ის რბოლის გამართვა მხოლოდ საფრანგეთს არ სურს. რიგში ჩადგა ჰონგ კონგი. ქალაქის ხელმძღვანელობამ ოცნების ასრულებისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა - ორი დღის წინ ჰონგ კონგის ქუჩებში "რედ ბულის" სადემონსტრაციო გამოსვლა ჩატარდა. მანქანის საჭესთან ესპანელი ხაიმე ალგერსუარი იჯდა. სწორედ ქუჩის რბოლის ორგანიზება აქვთ დაგეგმილი ჰონგ კონგში.

"ეს პირველი ნაბიჯია ოცნების ასრულებისკენ, - ამბობს ჰონგ კონგის საავტომობილო ასოციაციის პრეზიდენტი უესლი ვანი. - დიდი ბედნიერება იქნება თუ ერთად კალენდარში მოხვდება სინგაპურის, მალაიზიის, ჩინეთისა და ჰონგ კონგის ეტაპები".

გარდა ამისა, ფორმულა 1-ის ეტაპის ორგანიზებაზე ზრუნვა დაიწყეს არგენტინასა და მექსიკაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული