უებერი ფრანგებთან მიდის?

AutoSharing Option
საავტომობილო პრესა კვლავ მსჯელობს ავსტრალიელი მარკ უებერის მომავალი კარიერის შესახებ. გუშინ პრესაში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ "რედ ბულის" პილოტი უკვე მომდევნო სეზონიდან "ლოტუს-რენოს" წევრი გახდება.

მართალია, 34 წლის ავსტრალიელი აცხადებს, რომ შესანიშნავად გრძნობს თავს ავსტრიულ საჯინიბოში, მისი ადგილი მომავალი სეზონისთვის, შესაძლოა, "მაკლარენის" ამჟამინდელმა პილოტმა ლუის ჰემილტონმა დაიკავოს.

"მე და მარკი მრავალი წელია ერთმანეთს ვიცნობთ. დრო და დრო განვიხილავდით ჩვენს გუნდში მისი გადმოსვლის პერსპექტივებს, მაგრამ ეს საკითხი კატეგორიულად არასოდეს დამისვამს, რადგან თავად უნდა გამოთქვას სურვილი", - განაცხადა "ლოტუს-რენოს" შეფმა ერიკ
ბუიემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ უებერი თავისუფალი აგენტი გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული