სველ ტრასაზე საკმაოდ რთული იყო მანქანის დამორჩილება. პილოტები საშუალედო საბურავებით მოძრაობდნენ და პერიოდულად "კარგავდნენ" საკუთარ ბოლიდებს. ასე დაემართათ ალონსოს, კობაიასის, ფეტელსა და პერესს. ყველაზე სერიოზულად კობაიასი დაზარდა - ვარჯიშის დასრულებამდე 16 წუთით ადრე ის ცუდად შევიდა
პირველმა წრე წუთსა და 49 წამზე ადრე ფეტელმა გაიარა, მაგრამ შემდეგ წვიმის რეჟიმში რბოლის ოსტატობა დაადასტურა შუმახერმა, რომელმაც ნახევარი წამით გაუსწრო ჩემპიონატის ლიდერს.
ჰემილტონმა გარისკა და საშუალედო საბურავი დააყენა. ბრიტანელი ძალიან აკურატულად მოძრაობდა, მაგრამ მაინც მოცურდა და უსაფრთხოების ზონაში აღმოჩნდა. ამის შემდეგ ლუისი ბოქსებში წვიმის საბურავებისთვის შევიდა.
წვიმა სესიის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შეწყდა და პილოტებიც გააქტიურდნენ. საინტერესო მანევრი გააკეთა ფეტელმა - ის სწრაფ წრეს გადიოდა და ალონსოს გრაფიკსაც უსწრებდა, მაგრამ მოულოდნელად ბოქსებში შეუხვია. სამაგიეროდ, ალონსოს უებერმა გაუსწრო, ცოტა ხანში კი ავსტრალიელმა წუთსა და 47 წამზე ნაკლები დრო აჩვენა (ერთადერთმა პირველი ვარჯიშის დრო). შუმახერმა მასთან 0,66 წამი წააგო და მეორე იყო.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რის ხარჯზე შეძლო სესიის მოგება უებერმა. მის ბოლიდში საწვავი თითქმის არ იყო. ამის გამო მან ბოქსებამდეც ვერ მიაღწია და პიტ-ლეინზე გაჩერდა.
I პრაქტიკა
1. მარკ უებერი (რედ ბული) - 1:46.603 (19 წრე)
2. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +0.660 (20)
3. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +0.744 (23)
4. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +0.819 (22)
5. ფელიპე მასა (ფერარი) - +0.959 (13)
6. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +1.155 (23)
7. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +1.558 (16)
8. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +1.946 (21)
9. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) - +1.995 (19)
10. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +2.075 (22)
11. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +2.127 (18)
12. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - +2.175 (18)
13. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +2.191 (21)
14. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +2.206 (17)
15. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - +2.238 (23)
16. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო) - +2.338 (20)
17. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +3.000 (15)
18. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +3.530 (17)
19. იარნო ტრული (ლოტუსი) - +3.619 (14)
20. კარუნ ჩანდჰოკი (ლოტუსი) - +4.516 (17)
21. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +5.867 (17)
22. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - +6.540 (20)
23. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +6.866 (26)
24. დანიელ რიკარდო (HRT) - +7.731 (24)
* * *
მეორე თავისუფალი პრაქტიკაც წვიმის აკომპანიმენტის ქვეშ დაიწყო და პირველი 50 წუთი პილოტები ბოქსებში იმყოფებდნენ. მხოლოდ ალგერსუარი გავიდა ტრასაზე და ამ ვარჯიშის პირველი დრო დააფიქსირა. ცოტა ხანში მას მიბაძეს ბუემიმ, სუტილმა, როსბერგმა, შუმახერმა და კობაიასიმ. "ზაუბერის" მექანიკოსებმა მოასწრეს იაპონელის ბოლიდის შეკეთება.
პირველ წუთებში რბოლისთვის საშინელი პირობები იყო - ბოლიდები პრაქტიკულად ცურავდნენ ტრასაზე. წყალი ძალიან ბევრი იყო და ამის გამო კინაღამ დაზარალდა როსბერგი, რომელმაც დიდი გაჭირვებით შეინარჩუნა ბოლიდი ტრასაზე.
სესიის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ასფალტი ცოტათი გაშრა და პილოტებმა სწრაფი წრეების გავლა სცადეს. ბრძოლა გამართეს უებერმა და შუმახერმა - ისინი რიგრიგობით აუმჯობესებდნენ ერთმანეთის დროებს. მოგვიანებით ამ წყვილს შორის "მოთავსდა" ალონსო, რომელმაც მეორე დრო აჩვენა.
სესიის ბოლო წუთებისთვის კი მზემ გამოანათა და ტრასა უკვე საკმარისად მშრალი იყო. ტემპერატურამაც აიწია და მრბოლელებმა საშუალედო საბურავებით სცადეს ბედი, რითაც შედეგებმა მკვეთრად იმატა. ვარჯიშის დასრულებამდე წუთით ადრე პრაქტიკულად ყოველ წამს ფიქსირდებოდა საუკეთესო დროები.
თავდაპირველად როსბერგმა ჩამოაკლო წამნახევარი სუტილის დროს, იქვე გერმანელს გაუსწრეს ჰემილტონმა კობაიასიმ, მასა კი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც წრის გავლას წუთსა და 50 წამზე ნაკლები მოანდომა. ნიკომ სესიის დასრულებამდე კიდევ ერთი წრის გასვლა მოასწრო და მეორე დრო აჩვენა.
II პრაქტიკა
1. ფელიპე მასა (ფერარი) - 1:49.967 (9 წრე)
2. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +0.777 (16)
3. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +1.428 (16)
4. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +1.471 (6)
5. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) -+1.551 (6)
6. ადრიან სუტილი (ფორს ინდია) - +1.771 (18)
7. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +1.814 (7)
8. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +2.025 (13)
9. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +2.202 (12)
10. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - +2.222 (21)
11. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +2.231 (9)
12. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +2.358 (12)
13. ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - +2.611 (16)
14. მარკ უებერი (რედ ბული) - +2.620 (6)
15. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +2.902 (8)
16. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო) - +4.056 (8)
17. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +4.307 (16)
18. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +4"578 (4)
19. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +4.747 (13)
20. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +5.188 (8)
21. იარნო ტრული (ლოტუსი) - +5.188 (12)
22. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +5.582 (10)
23. დანიელ რიკარდო (HRT) - +5.861 (10)
24. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - +6.070 (6)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"