მასა "ფერარიში" დარჩება

AutoSharing Option
"ფერარის" პრეზიდენტმა ლუკა დე მონტეძემოლომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილია ფელიპე მასას მომავალი - ბრაზილიელი პილოტი 2012 წელსაც "სკუდერიას" წევრი იქნება.

ათასგვარი ჭორის მიუხედავად, რომელიც მასას სხვა გუნდში გადასვლას წინასწარმეტყველებს, მონტეძემოლომ საჯაროდ გამოაცხადა, რომ მომავალ წელს "სკუდერიას" შემადგენლობა არ შეიცვლება.

"გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა გუნდის ახალგაზრდა სპორტული დირექტორი ვიყავი, ამბობდნენ, რომ წარმატება ერთნაირად არის დამოკიდებული მანქანასა და მრბოლელზე, - ამბობს მონტეძემოლო. - ახლა ბოლიდი უფრო მეტს ნიშნავს, მაგრამ განმსაზღვრელი მაინც ის 30 პროცენტია, რომელიც პილოტზეა დამოკიდებული.
ალონსო - ბრწყინვალეა, მასა თანდათან
იბრუნებს ძველ სპორტულ ფორმას, ასე რომ, ჩემი აზრით მრბოლელებში პრობლემა არ არსებობს. ამჟამად ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ ფერნანდო და ფელიპე რჩებიან გუნდში".

გარდა ამისა, "ფერარის" პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ალონსოს და განაცხადა, რომ გუნდი არ უნდა დანებდეს და ჩემპიონატის ლიდერთან დიდი ჩამორჩენის მიუხედავად, ბოლომდე უნდა იბრძოლოს: ესპანელი ახლა 92 ქულით ჩამორჩება სებასტიან ფეტელს.

"ალონსო მართალია იმაში, რომ კვლავაც სჯერა ტიტულის მოპოვების. იმედი ბოლოს კვდება, - განაცხადა მონტეძემოლომ. - განაწყენებული ვართ იმის გამო, სეზონის დასაწყისში არასაკმარისად სწრაფები ვიყავით. ამიტომაც სილვერსტოუნში გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა. ეს ჩვენი უპირატესობის დემონსტრირება იყო და ტრიუმფი ოპტიმიზმს გვმატებს.

ქულებს სეზონის ბოლოს ითვლიან. მანამდე კი მუშაობას ვაგრძელებთ და თან მომავალ წელზეც ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, ეს დროული გამარჯვება იყო, რაც სერიოზული შრომის შედეგია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული