- რომელ ქალაქს აირჩევდით ფორმულა 1-ის ტრასის ასაშენებლად?
- ნიუ ორკს. შესანიშნავი ქალაქია.
- წარსულის ჩემპიონებიდან ვის ისურვებდით პარტნიორად?
- მე "მერსედეს-მოტოსპორტის" შეფს ნორბერტ ჰაუგს ავირჩევდი. მართალია, ის მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა, სამაგიეროდ, დრიფტის მეფეა.
- მომავალში რა სიახლის ნახვას ისურვებდით ფორმულა 1-ში?
- უფრო მეტ გასწრებას.
- მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ტრასაზე
- სპა? სუზუკა? მონაკო? არ ვიცი.
- სხვადასხვა დროს ფორმულა 1-დან ბევრი დიადი გუნდი წავიდა - "მაზერატი", "ალფა რომეო", "ტირელი", "მარჩი"... ამათგან რომელი საჯინიბოს წევრობას ისურვებდით?
- აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ იმ გუნდებით, რომლებშიც ადრე გამოვდიოდა ან ახლა გამოვდივარ.
- წარმოვიდგინოთ, რომ დროში მოგზაურობა შეგიძლიათ. ფორმულა 1-ის რომელ ეპოქაში გაემგზავრებოდით საასპარეზოდ და რატომ?
- მომავალში გამგზავრებას ვამჯობინებდი იმის გასაგებად, როგორ შეიცვალა ავტოსპორტი.
- რას შეცვლიდით ფორმულა 1-ის მოქმედ წესებში?
- ჩემპიონატი მხოლოდ მოგებული დარჩება, თუ სეზონის მსვლელობისას ტესტების ჩატარებას დაუშვებენ.
- სხვადასხვა პერიოდში მოასპარეზე რომელი დიადი ჩემპიონების დუელის ხილვას გსურთ?
- აირტონ სენასი და ხუან მანულ ფანხიოსი.
- ფორმულა 1-ის გუნდის ხელმძღვანელი რომ იყოთ, თანამედროვე პილოტებიდან ვის აიყვანდით შემადგენლობაში (საკუთარი თავისა და თქვენი დღევანდელი თანაგუნდელის გარდა)?
- კარგია, რომ არ ვარ საჯინიბოს ხელმძღვანელი...
- აწყობთ საზეიმო საღამოს და შეგიძლიათ დაპატიჟოთ ოთხი ადამიანი ავტოსპორტის სამყაროდან. ვის მიიწვევდით?
- როს ბრაუნს, ნორბერტ ჰაუგს, ჟან ტოდტსა და ლუკა დე მონტეძემოლოს.
- გაგიჩნდათ ფორმულა 1-ის ნებისმიერი ლეგენდარული მანქანით გასეირნების შანსი. რომელს აირჩევთ?
- მომავლის მანქანას - 2022 წლის "ფერარის".
- თანამედროვე მოტორჰოუმებში არ არის აუზი სახურავზე, ბოულინგის სათამაშო მოედანი, მბრუნავი სუში-ბარი... რა კომფორტს ისურვებდით "მერსედესის" მოტორჰოუმში?
- ნორმალურ საწოლს.
- წარმოიდგინეთ, რომ ახლახანს მოიგეთ საჩემპიონო ტიტული. სად აღნიშნავდით ტრიუმფს და რას აირჩევდით მენიუდან?
- შამპანურს, რომსა და კოკა-კოლას. ყველაფრის მოწყობა რბოლის დასრულებისთანავე, მოტორჰოუმში შეიძლება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"