ლუისი ხუთეულშია

AutoSharing Option
სხვადასხვა განწყობით შეხვდნენ გერმანიის გრანპრის ფინიშს "მაკლარენის" პილოტები: სანამ ლუის ჰემილტონი პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე შამპანურს მიირთმევდა, ჯენსონ ბატონის მანქანა მოშლილი ჰიდრავლიკის სისტემით ბოქსებში იდგა.

ასე რომ, გერმანული უქმეების შედეგი არა მხოლოდ ბრიტანელ პილოტთა განწყობაზე, არამედ "კასტროლის" სარბოლო რეიტინგში მათ მდგომარეობაზეც აისახა.
ნიურბურგრინგზე გამართული რბოლის შემდეგ კლასიფიკაციაში პირველი ოთხი ადგილი უცვლელი დარჩა, სამაგიეროდ, კვირას მოპოვებული გამარჯვების წყალობით ჰემილტონმა ხუთეულში დაიბრუნა ადგილი, რომელიც ორი კვირის წინ დაკარგა. შოტლანდიელმა დარიო ფრანკიტიმ მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა ინდიკარის ჩემპიონატის მორიგ ეტაპზე და ისევ უკან დახევა
მოუწია.

ბატონს კი გერმანიაში რბოლის მიტოვება რეიტინგში მერვე ადგილის დაკარგვად დაუჯდა. 2009 წლის ჩემპიონს მოაკლდა ქულები, რომელიც შარშან ამ დროს სილვერსტოუნის რბოლაში მეოთხე ადგილზე გასვლისთვის მიიღო და ამიტომაც წინ გაუშვა ნასკარის სეზონის ლიდერი კარლ ედვარდსი. კიდევ უფრო მეტი - ოთხი პოზიცია დაკარგა ნიკო როსბერგმა, რომელიც 2010 წელს ბრიტანეთის გრანპრის პოდიუმზე იდგა. სამაგიეროდ, ფელიპე მასამ აიწია ორი საფეხურით - ახლა ბრაზილიელი მე-13 ადგილზეა.

უნდა აღვნიშნოთ რომან გროსჟანიც - GP2-ის პილოტი შესანიშნავ სეზონს ატარებს და რეიტინგში უკვე 39-ე ადგილზე იმყოფებდა. ის "ფორს ინდიას", "ტორო როსოსა" და "უილიამსის" პილოტებზე მაღლა დგას, ასევე უსწრებს "ტურიზმის" კლასის ლიდერ რობერტ ჰაფს.
რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 28 974
2. მ. უებერი (ფორმულა 1) 21 861
3. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 21 074
4. ს. ლოები (რალი) 19 869
5. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 18 637
6. დ. ფრანკიტი (IndyCar) 18 087
7. უ. პაუერი (IndyCar) 17 389
8. კ. ედვარდსი (NASCAR) 16 568
9. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 16 163
10. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 15 013

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული