აქამდე ყველა ჭორს კომპანიის წარმომადგენლები უარყოფდნენ, მაგრამ ამჯერად "ფოლკსვაგენის" სპორტული განყოფილების ხელმძღვანელმა ვოლფგანგ დიურჰაიმერმა განაცხადა, რომ კონცერნი მართლაც განიხილავს ასეთ შესაძლებლობას...
"შემიძლია დავასახელო ფორმულა 1-ში ჩვენი მისვლის მიახლოებითი თარიღი. სავარაუდოდ, ეს იქნება 2018 წელი. ჩვენ ბევრი ბრენდი გვაქვს, რომლის სახელითან შეიძლება ეს გუნდი ჩემპიონატში გამოვიდეს", -
მართლაც, იმ ბრენდებს შორის, რომელიც "ფოლკსვაგენს" ეკუთვნის, ბევრი ცნობილი სარბოლო სახელია - "აუდი", "ლამბორჯინი", "პორშე", "შკოდა", "ბუგატი"...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"