უსაქმური კუბიცა 8 მილიონს იღებს

AutoSharing Option
ამ ცოტა ხნის წინ, BusinessBook-მა ფორმულა 1-ის პილოტთა ხელფასების სია გამოაქვეყნა, თუმცა იქ ვერ მოხვდა "ლოტუს-რენოს" პოლონელი პილოტი რობერტ კუბიცა. მიზეზი ცნობილია - თებერვლის საშინელი ავარიის გამო კუბიცა წელს ჩემპიონატში არ მონაწილეობს. თუმცა ირკვევა, რომ ფრანგული საჯინიბო კონტრაქტის შესაბამის ხელფასს უხდის პოლონელ ავტომრბოლს.

2009 წლის ბოლოს, როცა "რენო" ხელშეკრულებას აფორმებდა რობერტ კუბიცასთან, ის უკვე მაღალანაზღაურებად პილოტად ითვლებოდა. იმ სეზონში BMW-ში გამოსვლისას, კუბიცა 5.5 მილიონ ევროს იღებდა წელიწადში, ხოლო 2009 წლის დეკემბერში, როცა გუნდი საინვესტიციო ფონდმა Genii Capital-მა შეიძინა, პილოტის ხელფასი
8 მილიონ ევრომდე გაიზარდა. დღეს სწორედ ამ ოდენობის თანხას იღებს პოლონელი.

კონტრაქტის თანახმად, 2012 წელს ხელფასი 9 მილიონამდე გაიზრდება, რითაც კუბიცა ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტების გვერდით დადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული