სარბოლო უქმეები

AutoSharing Option
ივლისის ბოლო უქმეები სარბოლო სამყაროში ძალიან ცხელი იქნება. ფორმულა 1-ში ზაფხულის ერთთვიანი არდადეგების წინ გაიმართება ეტაპი უნგრეთის "ჰუნგარორინგზე".

ერთი წლის წინ აქ გამარჯვებას მარკ უებერმა მიაღწია, მაგრამ წელს მას იგივეს გამეორება გაუჭირდება: ზედიზედ ორი წაგების შემდეგ სებასტიან ფეტელი რეაბილიტაციას გეგმავს, თანაც ბოლო ორი გრანპრის ტრიუმფატორები - ფერნანდო ალონსო და ლუის ჰემილტონი მზად არიან წარმატებული სერიის გასაგრძელებლად.

GP2-ის მრბოლელები იგივე ავტოდრომს ესტუმრებიან და დღეისთვის გამარჯვების ყველაზე კარგი შანსი აქვს რომან გროსჟანს. გიდო ვან დერ გარდე ფრანგს 18 ქულით ჩ
ამორჩება, შარლ პიკმა ამ სეზონში სამი რბოლა მოიგო, მაგრამ ძალიან არასტაბილურია, რაც ტიტულზე პრეტენზიის გამოცხადების საშუალებას არ აძლევს.

ერთთვიანი შესვენების შემდეგ განახლდება რალიში მსოფლიოს ჩემპიონატი. ფინეთში "ათასი ტბის" რალიში გამარჯვებაზე ნებისმიერ მრბოლელი ოცნებობს, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს ფინელებს გამოსდით. ამჯერადაც მიკო ჰირვონენი სებასტიან ლოების დასამარცხებლად ემზადება.

სუპერბაიკის ოსტატები კი სილვერსტოუნს ეწვევიან, სადაც მორიგი ეტაპი გაიმართება. ცოტა ხნის წინ ისე ჩანდა, რომ კარლოს ჩეკას ლიდერობას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ ბოლო ოთხ რბოლაში მაქს ბიაჯიმ და მარკო მელანდრიმ აჩვენეს, რომ ჯერ ნაადრევია მათი ჩამოწერა.

ფორმულა 1
უნგრეთის გრანპრი
ჩატარების ადგილი - ჰუნგარორინგი, უნგრეთი
წრის სიგრძე - 4 381 მ
საუკეთესო წრე - 1:19,071 (შუმახერი, 2004)

საერთო ჩათვლა

1. ფეტელი (რედ ბული) - 216 ქულა
2. უებერი (რედ ბული) - 139
3. ჰემილტონი (მაკლარენი) - 134
4. ალონსო (ფერარი) - 130
5. ბატონი (მაკლარენი) - 109
6. მასა (ფერარი) - 62
7. როსბერგი (მერსედესი) - 46
8. ჰაიდფელდი (რენო) - 34

განრიგი

29 ივლისი, 12:00 - I პრაქტიკა
29 ივლისი, 16:00 - II პრაქტიკა
30 ივლისი, 13:00 - III პრაქტიკა
30 ივლისი, 16:00 - კვალიფიკაცია
31 ივლისი, 16:00 - რბოლა

GP2
უნგრეთის გრანპრი
ჩატარების ადგილი - ჰუნგარორინგი, უნგრეთი
წრის სიგრძე - 4 381 მ
შარშანდელი გამარჯვებულები - მალდონადო, რიჩი

საერთო ჩათვლა

1. გროსჟანი - 59 ქულა
2. ვან დერ გარდე - 41
3. პიკი - 34
4. ბიორდი - 33
5. ბიანკი - 32
6. ვალსეკი - 30

განრიგი

29 ივლისი, 17:55 - კვალიფიკაცია
30 ივლისი, 17:40 - I რბოლა
31 ივლისი, 12:35 - II რბოლა

რალი
ფინეთის რალი
შტაბი - იუვიასკიულა
საფარი - ღორღი
სპეცმონაკვეთები - 22
შარშანდელი გამარჯვებული - ლატვალა

საერთო ჩათვლა

1. ლოები (Citroen) - 146 ქულა
2. ჰირვონენი (Ford Fiesta) - 129
3. ოჟიე (Citroen) - 124
4. ლატვალა (Ford Fiesta) - 76
5. სოლბერგი (Citroen) - 73
6. ოსტბერგი (Ford Fiesta) - 48

სუპერბაიკი
IX ეტაპი
ჩატარების ადგილი - სილვერსტოუნი, ბრიტანეთი
წრის სიგრძე - 5 902 მ
შარშანდელი გამარჯვებულები - კრატჩლოუ

საერთო ჩათვლა

1. ჩეკა (დუკატი) - 293 ქულა
2. ბიაჯი (აპრილია) - 263
3. მელანდრი (იამაჰა) - 240
4. ლეივერტი (იამაჰა) - 168
5. ჰასლემი (BMW) - 137
6. კემერი (აპრილია) - 134
7. ფაბრიციო (სუძუკი) - 134
8. ბადოვინი (BMW) - 106

განრიგი

30 ივლისი, 18:00 - სუპერპოული
31 ივლისი, 15:00 - I რბოლა
31 ივლისი, 18:30 - II რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული