საგულისხმო სტატისტიკა უნგრეთის გრანპრის შემდეგ

AutoSharing Option
სტატისტიკა, შესაძლოა, მოსაწყენი მეცნიერებაა, მაგრამ ფორმულა 1-ში სხვაგვარადაა. უნგრეთის გრანპრის შემდეგ Forix-ის სტატისტიკურმა ბაზამ რამდენიმე საინტერესო მონაცემი გაავრცელა...

ბატონის გამარჯვება
"ჰუნგარორინგზე" გამარჯვებით ჯენსონ ბატონი პოდიუმების რაოდენობით გაუთანაბრდა ლეგენდარულ გრემ ჰილს, რომელიც შესაბამის სიაში მე-18 ადგილს იკავებს.
ეს სია ასე გამოიყურება:

1. მიხაელ შუმახერი 154
2. ალენ პროსტი 106
3. აირტონ სენა 80
4. ფერნანდო ალონსო 69
5. რუბენს ბარიკელო 68
6. დევიდ კულტჰარდი 62
6. კიმი რაიკონენი 62
8. ნელსონ პიკე 60
9. ნაიჯელ მენსელი 59
10. ნიკი ლაუდა 54
11. მიკა ჰაკინენი 51
12. გერჰარდ ბერგერი 48
13. კარლოს როიტემანი 45
14.
ჯეკი სტიუარტი 43
15. დეიმონ ჰილი 42
16. ლუის ჰემილტონი 40
17. რიკარდო პატრეზე 37
18. გრემ ჰილი 36
18. ჯენსონ ბატონი 36

პოდიუმზე 36-ჯერ ასასვლელად ჯენსონს გრემ ჰილზე 24 რბოლით მეტის ჩატარება მოუხდა. ბრიტანელის შემდეგი სამიზნე რიკარდო პატრეზეა, რომელსაც 37 პოდიუმი აქვს. ბატონს ოთხი პოდიუმით უსწრებს თანაგუნდელი ლუის ჰემილტონი.

უნგრეთში ჯენსონი მეორასედ გავიდა სტარტზე. "ჰუნგარორინგზე" გამარჯვება მე-11 იყო მის კარიერაში.

კვალიფიკაცია
- "ჰუნგარორინგზე" მოპოვებული პოული 23-ე იყო სებასტიან ფეტელის კარიერაში და 31-ე "რედ ბულისთვის". ავსტრიულ საჯინიბოს ახლა ზედიზედ 12 კვალიფიკაცია აქვს მოგებული. აბსოლუტური რეკორდსმენია "უილიამსი" - ზედიზედ 24 პოული (საფრანგეთი'92 - იაპონია'93).

- 2010 წლის ბელგიის გრანპრის შემდეგ ფელიპე მასამ პირველად გაასწრო კვალიფიკაციაში თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს. "ფერარის" პილოტებს შორის ამ მხრივ ანგარიშია - 25:5 ესპანელის სასარგებლოდ.

- ამ სეზონში მეხუთედ ნიკო როსბერგმა მეშვიდე პოზიციიდან აიღო სტარტი.

- "ლოტუს რენომ" ზედიზედ მეორე კვალიფიკაციაში ვერ გადაიყვანა თავისი ბოლიდები მესამე სეგმენტში. ბოლოს ასეთი წარუმატებლობა ფრანგულ საჯინიბოს 2009 წელს ჰქონდა.

- ჯარიმების გამო სებასტიან ბუემიმ ბოლო ორ რბოლაში კარიერაში ყველაზე უარესი პოზიციიდან აიღო სტარტი: 24-ე გერმანიაში და 23-ე უნგრეთში. მანამდე "ტორო როსოს" პილოტი კვალიფიკაციაში მეოცე ადგილზე ქვემოთ არ დაშვებულა.

რბოლა
- "მაკლარენმა" ზედიზედ ორი რბოლა მოიგო - ასეთი რამ 2010 წელს თურქეთისა და კანადის ეტაპების შემდეგ არ მომხდარა. ბრიტანული საჯინიბო ზედიზედ 13 რბოლაა ქულებს აგროვებს.

- მეორე ადგილზე გასული სებასტიან ფეტელი სეზონში მეათედ ავიდა პოდიუმზე. ამდენი პოდიუმი ჰქონდა მას მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში. 11 რბოლაში გერმანელ პილოტს დაგროვილი აქვს 234 ქულა, რაც მხოლოდ 22-ით ნაკლებია მთელი შარშანდელი ჩემპიონატის მონაგარზე (256).

- ბოლო ოთხ რბოლაში ფერნანდო ალონსო ორი პოზიციით მაღალ ადგილს იკავებდა, ვიდრე სასტარტო ბილიკზე ჰქონდა. უნგრეთში ესპანელი 69-ედ ავიდა პოდიუმზე და ამ მაჩვენებლით უკან ჩამოიტოვა რუბენს ბარიკელო. ახლა ნანდო მეოთხე ადგილზე იმყოფება.

- ბოლო ხუთ რბოლაში ფელიპე მასა ან მეხუთე (სამჯერ) ან მეექვსე (ორჯერ) მიდიოდა ფინაშითან.

- მეშვიდე ადგილზე გასულმა პოლ დი რესტამ კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველად მოიპოვა ქულები აპრილის შემდეგ.

- ზედიზედ მეხუთე ეტაპზე პილოტებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს კვალიფიკაციის მეორე სეგმენტში გადასვლა, რბოლაში ქულები მოიპოვეს. უნგრეთში ეს მოახერხა ბუემიმ, რომელმაც 23-ე პოზიციიდან აიღო სტარტი და მერვე ადგილზე გავიდა.

- მეორედ ამ სეზონში "ტორო როსოს" ორივე პილოტმა მოახერხა რბოლაში ქულების დაგროვება. პირველად ეს კანადაში მოხდა.

- იაპონიის შარშანდელი რბოლიდან მოყოლებული პირველად "რენომ" ქულის გარეშე დაასრულა ეტაპი.

- დამყარდა ახალი რეკორდი პიტსტოპების რაოდენობით. უნგრეთში პილოტები 88-ჯერ შევიდნენ პიტ-ლეინზე. წინა რეკორდის თურქეთის გრანპრის ეკუთვნოდა (82).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული