"ფერარი" 2012 წლით ცხოვრობს

AutoSharing Option
იტალიურმა საჯინიბო "ფერარიმ" მარანელოში ჟურნალისტებთან ტრადიციული საზაფხულო შეხვედრა მოაწყო.

სწორედ იქ განაცხადა გუნდის შეფმა სტეფანო დომენიკალიმ იმის შესახებ, რომ "სკუდერია" სექტემბერის დასაწყისიდან მთლიანად გადაერთვება 2012 წლის ბოლიდის შექმნაზე.

"სექტემბრის დასაწყისიდან მომავალი სეზონისთვის განკუთვნილი მანქანის შექმნაზე დავიწყებთ მუშაობას. მთელი ჩვენი ტექნიკური ჯგუფი მთლიანად ამ პროექტზე გადაერთვება. წლევანდელი ბოლიდის ყველა ტექნიკური განახლება უკვე დაგეგმილია, ასე რომ, 2012 წლის სეზონისთვის მზადებაში ხელს აღარაფერი შეგვიშლის.

მიმდინარე სეზონის შეფასებისას პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ საშინელი დასაწყისი გვქონდა, მაგრამ ახლა აშკარა პროგრესი შეიმჩნევა. ბოლო ოთხი
რბოლის შედეგებით, ფერნანდო ალონსოს ყველაზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული. იმედია, 2012 წელს თავიდანვე კონკურენტუნარიანები ვიქნებით და არ მოგვიწევს სეზონის მსვლელობისას სიტუაციის გამოსწორებაზე ზრუნვა", - ამბობს "ფერარის" შეფი.

* * *
"უილიამსის" ბრაზილიელმა პილოტმა რუბენს ბარიკელომ უარყო პრესაში გავრცელებული ჭორი იმის შესახებ, თითქოს ის 2011 წლის ჩემპიონატის შემდეგ აპირებს კარიერის დასრულებას. ვეტერანმა ავტომრბოლმა განაცხადა, რომ წასვლაზე არც დაფიქრებულა და ახლა ის გუნდთან ერთად მუშაობს ბოლიდზე, რომლითაც მომავალი სეზონში გავა ტრასაზე.

"ახალ ამბებში მოვისმინე იმის შესახებ, რომ თურმე კარიერის დასრულება მაქვს დაგეგმილი. ამან ძალიან გამახალისა, - ამბობს ბრაზილიურ პრესაში ბარიკელო. - ფორმულა 1 ერთადერთია, რითაც მინდა რომ დაკავებული ვიყო. "უილიამსი" ახლა ორმაგი დატვირთვით მუშაობს, რათა უკეთ მოემზადოს ახალი სეზონისთვის. პრობლემა ბევრია, მაგრამ მათ მოგვარებაზე ვზრუნავთ. "უილიამსს" ვჭირდები ისევე, როგორც მე მჭირდება ეს გუნდი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული