წითელი ხარის პროგრესი

AutoSharing Option
ერთვიანი საზაფხულო პაუზა - კარგი შესაძლებლობაა საშუალედო ფინიშზე პილოტებისა და გუნდების შედეგების შესაჯამებლად. ამჯერად, ფორმულა 1-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეადარეს 2010 და 2011 წლის სეზონების პირველი 11 რბოლის შედეგები.

აშკარაა სეზონის ლიდერის სებასტიან ფეტელის პროგრესი. პირველი 11 ეტაპის შემდეგ მან 98 ქულით მეტი მოიპოვა, ვიდრე შარშანდელი ჩემპიონატის ამავე ეტაპზე. საინტერესოა, რომ გერმანელის ამჟამინდელი მონაგარი მხოლოდ 22 ქულით ნაკლებია 2010 წელს მოპოვებული ქულების სრულ რაოდენობაზე.

პროგრესის მხრივ მეორე ადგილზეა "ლოტუს-რენოს" რუსი პილოტი ვიტალი პეტროვი, რომელმაც შარშანდელთან შედარებით 25 ქულით მეტი დააგროვა. ასევე
დადებითი სხვაობა აქვთ ფერნანდო ალონსოს, მარკ უებერს, კამუი კობაიაშისა და "ტორო როსოს" ორივე პილოტს.

გუნდებს შორის პროგრესი განიცადეს "რედ ბულმა", "ფერარიმ" (მხოლოდ 7 ქულა), "ზაუბერმა" და "ტორო როსომ". ყველაზე მეტი დაკარგეს "მერსედეს გრანპრიმ", "ლოტუს რენომ" და "უილიამსმა".

პირადი ჩათვლა

2011 2010 სხვ მოგ პოდ
1. ფეტელი 234 136 +98 +4 +5
2. უებერი 149 136 +13 -3 +1
3. ჰემილტონი 146 157 -11 - -2
4. ალონსო 145 123 +22 -1 +2
5. ბატონი 134 143 -9 - -1
6. მასა 70 85 -15 - -3
7. როსბერგი 48 94 -46 - -3
8. პეტროვი 32 7 +25 - +1
9. შუმახერი 32 38 -6 - -
10. კობაიაში 27 15 +12 - -
11. სუტილი 18 35 -17 - -
12. ბუემი 12 7 +5 - -
13. ალგერსუარი 10 3 +7 - -
14. ბარიკელო 4 29 -25 - -

კონსტრუქტორთა თასი

2011 2010 სხვ მოგ პოდ
1. რედ ბული 383 272 +111 +1 +6
2. მაკლარენი 280 300 -20 - -2
3. ფერარი 215 208 +7 -1 -1
4. მერსედესი 80 132 -52 - -3
5. ლოტუს რენო 66 96 -30 - -
6. ზაუბერი 35 15 +20 - -
7. ფორს ინდია 26 47 -21 - -
8. ტორო როსო 22 10 +12 - -
9. უილიამსი 4 31 -27 - -

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული