ინდოეთში ფერმერები აჯანყდნენ

AutoSharing Option
საინტერესო გეგმა აქვთ ბელგიისა და საფრანგეთის გრანპრის ორგანიზატორებს. ბელგიური ეტაპის პრომოუტერმა ეტიენ დავინიონმა ჟურნალისტებს განუცხადა - ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერთან ბერნი ექლსტოუნთან იმის თაობაზე, რომ ბელგიისა და საფრანგეთის რბოლა მონაცვლეობით ჩატარდეს.

"ფორმულა 1-ის ეტაპების მიღებაზე ქვეყნებს შორის კონკურენცია სულ უფრო ძლიერი ხდება. ამიტომაც ჩვენი გრანპრის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთ ალტერნატივად საფრანგეთთან ერთად რბოლის მონაცვლეობით ჩატარება გამოვაცხადეთ. სწორედ ამ იდეის გარშემო მიდის ამჟამად მოლაპარაკებები", - აცხადებს დავინიონი.

მანვე ისიც აღნიშნა, რომ ბელგიური ავტოდრომის - "სპას" შეძენა "ლოტუს-რენოს" მფლობელ ჟერარ ლოპესს
სურს, თუმცა დავინიონის აზრით, ეს ვერ გახდება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი.

* * *
28 ოქტომბერს ნიუ დელიში პირველად გაიმართება ინდოეთის გრანპრი, თუმცა ამ ეტაპის ორგანიზატორებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ. რბოლის ჩატარებისთვის ხელის შეშლას აპირებს ასობით განრისხებული ინდოელი ფერმერი. მათ გუშინ, ავტოდრომთან ახლოს საპროტესო აქცია გამართეს.

ფერმერები უკმაყოფილონი არიან იმით, თუ რა ხერხით შეიძინეს მათი კუთვნილი მიწა ავტოდრომის ასაშენებლად. აქციის მონაწილეები იმუქრებიან, რომ ძალის გამოყენებით აყრიან სარბოლო ტრეკს.

ინდური პრესის ცნობით, ფერმერებმა წერილი გაგზავნეს მთავრობაში. ისინი ითხოვენ ფულს, ადგილებს სასწავლო დაწესებულებებში და სამუშაო ადგილების შექმნას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

"ვაფთრხილებთ მათ, რომ თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, აგრესიულ მოქმედებაზე გადასვლა მოგვიწევს", - წერია წერილში.

* * *
ჰოლანდიური გაზეთი De telegraaf გამორიცხავს წელს რბოლებში პოლონელი რობერტ კუბიცას დაბრუნებას. ტრავმირებული პილოტი მხოლოდ მომავალ სეზონში გამოჩნდება ტრასაზე.

როგორც ჟურნალისტები წერენ, "რენოს" ხელმძღვანელობა კმაყოფილია საშინელი ავარიის შემდეგ პოლონელის აღდგენითი პროცესით, მაგრამ არ აპირებს მოვლენათა ფორსირებას და წელსვე კუბიცას რბოლებში დაბრუნებას. თუმცა ეს ჯერ არაოფიციალური ინფორმაციია. ცნობილია, რომ კუბიცას აგვისტოს შუაში კიდევ ერთი ოპერაციის გადატანა მოუწევს იდაყვზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული