"ინტერლაგუშს" თავიდან ააშენებენ

AutoSharing Option
"ინტერლაგუშის" ტრასას, რომელიც ბრაზილიის გრანპრის მასპინძლობს, სერიოზული რეკონსტრუქცია ელის: რამდენიმე ტრაგიკულმა შემთხვევამ და ფორმულა 1-ის პრომოუტერებთან მოქმედი ხელშეკრულების ამოწურვამ ავტოდრომის მფლობელებს ცვლილებებისკენ უბიძგა.

ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი სან პაულუს მერს დილბერტო კასაბოს შეხვდა და განაცხადა, რომ გრანპრის გამართვაზე ახალი კონტრაქტი იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ავტოდრომს სერიოზულ რეკონსტრუქციას ჩაუტარებენ.

ამჟამად სამუშაოების ასეთი ვარიანტი განიხილება: ძველის ნაცვლად უნდა აშენდებს ბოქსების ახალი კომპლექსი.

"სავარაუდოდ, რეკონსტრუქციაში გათვალისწინებული იქნება ახალი პადოკის აშენება - ეს უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე ძველი ბოქსების რეკონსტრუქცია. ამ გეგმისთვის
დაახლოებით 80 მილიონი რეალი დაგვჭირდება, ძველის რემონტი კი 100 მილიონს წაიღებს", - ამბობს "ინტერლაგუშის" დირექტორი ოქტავიო გუაზელი.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ჩატარდა ტრასის კონფიგურაციის შეცვლის სამუშაოები, რითაც რბოლა ბრაზილიურ ტრეკზე უფრო უსაფრთხო გახდა. შეგახსენებთ, რომ წელს "ინტერლაგუშზე" სხვადასხვა სარბოლო სერიაში სიკვდილის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული