ეს რბოლა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს მაყურებელში, რადგან მასა ახერხებს ტრასაზე ძლიერი და ვარსკვლავური შემადგენლობის შეკრებას. უკვე გამოთქვეს კარტინგით რბოლაში მონაწილეობის სურვილი ფორმულა 1-ის პილოტებმა: რუბენს ბარიკელომ, პასტორ მალდონადომ, ადრიან სუტილმა და სერხიო პერესმა. თუმცა ბრაზილიური პუბლიკა ვერ იხილავს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს, რომელმაც იმავე პერიოდში ასევე ცნობილ და პოპულარულ "ჩემპიონთა რბოლაში" უნდა მიიღოს მონაწილეობა.
2010 წელს Go-Kart Champions-ში გამარჯვებას მიაღწია ბრაზილიელმა ლუკას დე გრასიმ. მან იმდენივე ჩასათვლელი ქულა დააგროვა, რამდენიც რუბენს ბარიკელომ, ანა ბეატრისმა და ფელიპე მასამ, მაგრამ მან თანამემამულეებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"