მიხაელ შუმახერის დიდი იუბილე

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ერთთვიანი არდადეგები 28 აგვისტოს დასრულდება, როცა ბელგიაში "სპას" ავტოდრომზე მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართება.

ეს რბოლა განსაკუთრებულია ლეგენდარული მიხაელ შუმახერისთვის - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა "სამეფო სერიაში" თავისი პირველი რბოლა 1991 წელს სწორედ "სპაზე" ჩაატარა. ეს 25 აგვისტოს მოხდა. მაშინ მიხაელმა საკვალიფიკაციო რბოლაში მეშვიდე ადგილი დაიკავა და მაშინვე ექსპერტების ყურადღება მიიქცია.
ასე რომ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს დიდი იუბილე აქვს - ფორმულა1-ში დებიუტის 20 წლისთავს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირები გრანდიოზული გეგმები აქვს.

"ეს განსაკუთრებული მომენტია ჩემთვის, - ამბობს შუმახერი გაზეთ
"ბილდთან" კომენტარში. - რბოლის შემდეგ ჩვენი გუნდის ყველა წევრს დავპატიჟებ სპეციალურ საღამოზე, რბოლის წინ კი "მერსედესის" ბოქსებში ერთად შევკრებ ჩემპიონატში მონაწილე ყველა პილოტს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული