"ჩემპიონთა რბოლა" ტრადიციულად სეზონის ბოლოს იმართება და ის ავტოსპორტის სხვადასხვა დისციპლინის ლიდერებს ერთმანეთში საუკეთესოს გამოვლენის საშუალებას აძლევს. ისინი ერთი ტიპის მანქანებით გადიან ტრასაზე. ბატონს ორჯერ მიუღია მონაწილეობა ამ შოუში და 2009 წელს პირად პირველობაში ნახევარფინალამდე მიაღწია.
* * *
ფორმულა 1-ის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა, შესაძლოა, მთლიანად აკრძალონ ბელგიის "სპაზე" უკანა მოძრავი ანტიფრთის
თავდაპირველად ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ნება დართო პილოტებს ეს სისტემა "ო რუჟის" მოსახვევის შემდეგ სწორ მონაკვეთზე გამოეყენებინათ. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მოსახვევია მთელს მსოფლიოში. ამის გამო სტიუარდები შიშობენ, რომ პილოტები ზედმეტად გარისკავენ იმის გამო, რომ წრის დრო შეამცირონ.
სისტემის განსაკუთრებული თვისება იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალური სიჩქარის 10 პროცენტით გაზრდის დროს მცირდება მოჭიდების ძალა და ბოლიდები ამ დროს, შეიძლება ტრასის მიღმა აღმოჩდნენ.
ბელგიის გრანპრის უახლოეს უქმეებზე გაიმართება.
* * *
ესპანური HRT-ის პილოტმა ნარაიან კართიკეიანმა განაცხადა, რომ ამ სეზონში მინიმუმ ერთ რბოლაში კიდევ მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ინდოელი პილოტი ბრიტანეთის გრანპრის წინ შეცვალა დანიელ რიკარდომ. თუმცა კართიკეაინი დარწმუნებულია, რომ ინდოეთის სადებიუტო რბოლაში ბოლიდის საჭესთან სწორედ ის იჯდება და არა ახალგაზრდა ავსტრალიელი.
"ყოველთვის ვოცნებობდი საშინაო ეტაპზე და ახლა ასეთი შანსის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებ", - ამბობს ინდოელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"