ვებგვერდ Nextgen-auto-ს ინფორმაციით, გერმანელმა პილოტმა, შესაძლოა, DTM-ის სარბოლო სერიაში გააგრძელოს კარიერა. სწორედ აქ გამოდის მიხაელის უმცროსი ძმა - რალფ შუმახერი.
ამ ცნობას არ უარყოფს "მერსედესის" სპორტული განყოფილების შეფი ნორბერტ ჰაუგი.
"მიხაელი დიდ პატივს სცემს ამ სერიასა და მასში მონაწილე პილოტებს. ჩემთვის ცნობილია, რომ ის მომავალი სეზონის წინ გაივლის ტესტებს DTM-ის მანქანით და თუ ფორმულა 1 მობეზრდება, თავისუფლად შეუძლია ჩვენი
* * *
ასევე ძალიან საინტერესოა მეორე ინფორმაცია. როგორც ევროპულ პრესაში წერენ, ბრაზილიელმა ბრუნო სენამ, შესაძლოა, უკვე უახლოეს უქმეებზე, ბელგიის გრანპრის დროს შეცვალოს "ლოტუს-რენოში" გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი.
ამ ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ფრანგული საჯინიბოს ხელმძღვანელთა უკმაყოფილება გერმანელის შედეგებით, თუმცა უფრო სავარაუდო მიზეზია ის, რომ ბრუნო სენას სპონსორებმა "ლოტუს-რენოს" საპრიზო პილოტის ადგილისთვის სოლიდური თანხა გადაიხადეს.
ფრანგები, სავარაუდოდ, დღეს დაასახელებენ შემადგენლობას ბელგიის გრანპრისთვის, გერმანულმა პრესამ კი დაწერა, რომ ჰაიდფელდმა, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს "ლოტუს-რენოს", რადგან მიაჩნია, რომ წელს კარგი შედეგები აქვს და საჯინიბოს ხელმძღვანელობას მისი გაშვების საფუძველი არ გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ ჰაიდფელდი ამ სეზონის წინ ჩაირიცხა "ლოტუს-რენოში". მან ტრავმირებული პოლონელი რობერტ კუბიცა შეცვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"