ტომ კრუზი "რედ ბულს" მიუჯდა

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ კრუზი სარბოლო მანქანებისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევა. ამ დღეებში ამერიკელმა "რედ ბულის" მარკეტინგული განყოფილების წყალობით ფორმულა 1-ის ბოლიდის ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა.

ავსტრიული საჯინიბოს პრესსამსახურის ცნობით, ტესტები კალიფორნიის ქალაქ როზამონდში, Willow Springs-ის ტრასაზე გაიმართა. კრუზს ლეგენდარული შოტლანდიელი დევიდ კულტჰარდი ეხმარებოდა, ხოლო "რედ ბულის" მხრიდან პროგრამას აკონტროლებდა 20 ინჟინერი და მექანიკოსი.

"დახურულ კარს მიღმა" გამართული სესია დაახლოებით შვიდ საათს გაგრძელდა. თავიდან კულტჰარდმა და კრუზმა ჩვეულებრივი მანქანით გაიარეს რამდენიმე წრე, რათა ტრასის კონფიგურაცია შეესწავლათ და მოსახვევების გავლის სტრატეგია შეემუშავებინათ.
შემდეგ მსახიობი ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭეს მიუჯდა და 24 წრე გაიარა. მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც მან განავითარა, დაახლოებით საათში 280 კილომეტრს უდრიდა.

"ტომი მაგარი ბიჭი ყოფილა. გაკვირვებული დავრჩი მისი სარბოლო თვისებებით და იმით, რა სწრაფად შეძლო ფორმულა 1-ის ბოლიდთან ადაპტირება და ტრასაზე პროგრესის მიღწევა. მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა", - განაცხადა კულტჰარდმა.

ეს აქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში "რედ ბულის" სარეკლამო კამპანიის ნაწილი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული