ტამარა ბერნის არ შეცვლის

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერის ბერნი ექლსტოუნის ქალიშვილმა - ტამარა ექლსტოუნმა განაცხადა, რომ არ აპირებს მამის პენსიაში გასვლის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სარბოლო სერიის ხელმძღვანეობას.

"ბოლო დროს მამაჩემმა არაერთხელ განაცხადა, რომ უახლოეს სამ წელიწადში სავსებით შესაძლებელია ფორმულა 1-ის სათავეში ქალი მმართველი იხილოს. მაგრამ არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ ეს ქალი მე ვიქნები. სრულიად არ შევეფერები ამ სამუშაოს და არ მინდა რამდენიმე საათში დავანგრიო ყველაფერი, რაც ბერნიმ წლების განმავლობაში შექმნა.

მამაჩემი წასვლას არ აპირებს - არ ფიქრობს პენსიაში გასვლამდე მაქსიმალურად მომგებიანი გარიგების
განხორციელებას. ფული მისთვის მთავარი არ არის, უბრალოდ სამუშაოს მიმართ აზარტულია. სწორედ ეს არის ბერნის პრიორიტეტი", - ამბობს ტამარა ექლსტოუნი ვებგვერდ Nextgen-Auto-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული