ავტომრბოლის კუთვნილ იახტაზე ჯენსონთან ერთად მისი გერლფრენდი, იაპონელი მოდელი ჯესიკა მიჩიბატაცაც იყო. სულ ცოტა ხნის წინ ეს წყვილი ჰავაის კუნძულებზე ისვენებდა, ახლა საფრანგეთის სანაპიროზე შეამჩნიეს. ამჟამად იახტა მონაკოში მილიონერებისთვის განკუთვნილ ყურეში დგას.
ბატონი კარგი განწყობით გაემგზავრა არდადეგებზე. შეგახსენებთ, რომ უნგრეთში ჯენსონი კარიერაში მეორასე რბოლას ატარებდა და ის ბრიტანელის გამარჯვებით დასრულდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"