რა ელის ესპანეთის გრანპრის?

AutoSharing Option
ქალაქ ვალენსიას სპორტის მინისტრმა ლოლა ჯონსონმა განაცხადა, რომ გრანპრის გამართვაზე ახალი კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ არის და მოლაპარაკებები ჩემპიონატის ორგანიზატორებთან კვლავაც გრძელდება.

მიმდინარე ხელშეკრულება 2013 წლის ბოლომდე იქნება ძალაში, თუმცა ჯერ უცნობია, მოინდომებს თუ არა მის გაგრძელებას ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი.

სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას სწრაფად ვერ მიიღებენ და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ფინანსური ხასიათის. რბოლის ორგანიზატორები ცდილობენ შეცვალონ კონტრაქტის პირობები და ვალენსიაში არა ევროპის გრანპრი, არამედ ესპანეთის გრანპრი ჩაატარონ, რომელიც ამჟამად ბარსელონას ეკუთვნის, მაგრამ კატალონიის დე
დაქალაქს ფინანსური და პოლიტიკური პრობლემები აქვს.

ეს სიტუაცია, როგორც ჩანს, არ მოსწონს ბერნი ექლსტოუნს, რომელიც ფორმულა 1-ის გრანპრის ჩატარების უფლებაზე ამ ორ ტრასას შორის კონკურენციაზე ოცნებობდა. სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი რამ შეიძლება აღარც მოხდეს - ორივე რბოლის ორგანიზატორებს შეექმნათ პრობლემები: ბარსელონაში იძულებულნი არიან ხისტი ეკონომიკის გეგმას მისდიონ, ვალენსიაში კი ვალებში ეფლობიან, რათა რბოლა ჩაატარონ. სავარაუდოდ, ესპანეთის გრანპრის ბედი ბოლო წამს გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული