რუსებმა "რენოს" ყოფილი სპორტული დირექტორი ბრიატორე აზარალეს

AutoSharing Option
"რენოს" ყოფილი სპორტული დირექტორი ფლავიო ბრიატორე ცნობილი ბიზნესმენიცაა. მაგალითად, იტალიელი ფლობს ღამის კლუბს, რომელსაც Billionaire ჰქვია, თუმცა რამდენიმე დღის წინ ამ კლუბმა ფლავიოს სერიოზული ზარალი მოუტანა.

რუსი ტურისტების ჯგუფმა ღამის კლუბში 90 ბოთლი შამპანური Cristal შეუკვეთა. ამ ალკოჰოლური სასმელის ერთი ბოთლი 900 ევრო ღირს. კლუბის სტუმრებმა ძვირადღირებულ სასმელში ბანაობა გადაწყვიტეს და ჩანაფიქრი აასრულეს კიდეც. უცნაური სურვილია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რუსებმა შამპანურის საფასური (86 ათასი ევრო) არ გადაიხადეს და მიიმალნენ.

კლუბში ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა, მაგრამ ამჯერად აუნაზღაურებელი
ანგარიშის ოდენობა ძალიან მსხვილი აღმოჩნდა. მოგვიანებით, შამპანურში მობანავეები პოლიციამ დააკავა და მათ მოუწევს კლუბისთვის ფულის გადახდა, რასაც საჯარიმო თანხაც დაემატება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული