უქმეების წინ

AutoSharing Option
ოთხკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდება მსოფლიოს ჩემპიონატი ფორმულა 1-ში. მე-12 ეტაპი ბელგიაში, პირველობის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ავტოდრომზე ("სპა") გაიმართება.

სებასტიან ფეტელი ბელგიაში მისთვის ჩვეული ლიდერის რანგში ჩადის, მაგრამ მინიმუმ სამი კონკურენტი მას იოლ ცხოვრებას არ პირდება.

ამავე ტრასაზე გაიმართება GP2-ის სერიის მორიგი ეტაპი და თუ რომენ გროსჟანი ისევ პირველი მივა ფინიშთან, უკვე ბელგიაში ვადაზე ადრე გაინაღდებს ტიტულს.

მოტოგრანპრის სერია კი ისევ ამერიკაში მიემგზავრება - ახლა უკვე ინდიანაპოლისის გრანპრის ჩასატარებლად. ბოლო წლებში კეისი სტოუნერს აქ მუდმივად პრობლემები ჰქონდა და თუ ამჯერადაც ასე
მოხდა, ხორხე ლორენსოს საერთო ჩათვლაში ლიდერთან მიახლოების შანსი ექნება.

ფორმულა 1
ბელგიის გრანპრი
ჩატარების ადგილი - სპა-ფრანკორშამი, ბელგია
წრის სიგრძე - 7 004 მ
საუკეთესო წრე - 1:45,108 (რაიკონენი, 2004)

საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (რედ ბული) - 234 ქულა
2. უებერი (რედ ბული) - 149
3. ჰემილტონი (მაკლარენი) - 146
4. ალონსო (ფერარი) - 145
5. ბატონი (მაკლარენი) - 134
6. მასა (ფერარი) - 70

განრიგი
26 აგვისტო, 12:00 - I პრაქტიკა
26 აგვისტო, 16:00 - II პრაქტიკა
27 აგვისტო, 13:00 - III პრაქტიკა
27 აგვისტო, 16:00 - კვალიფიკაცია
28 აგვისტო, 16:00 - რბოლა

GP2
ბელგიის გრანპრი
ჩატარების ადგილი - სპა-ფრანკორშამი, ბელგია
წრის სიგრძე - 7 004 მ
შარშანდელი გამარჯვებულები - მალდონადო, პერესი

საერთო ჩათვლა
1. გროსჟანი - 74 ქულა
2. ვან დერ გარდე - 49
3. პიკი - 42
4. ბიანკი - 35
5. ბიორდი - 35
6. ვალსეკი - 30

განრიგი
26 აგვისტო, 17:55 - კვალიფიკაცია
27 აგვისტო, 17:40 - I რბოლა
28 აგვისტო, 12:35 - II რბოლა

მოტოგრანპრი
ინდიანაპოლისი
ჩატარების ადგილი - ინდიანაპოლისი, აშშ
წრის სიგრძე - 4 216 მ
საუკეთესო წრე - 1:40,152 (ლორენსო, 2009)

საერთო ჩათვლა
1. სტოუნერი (ჰონდა) - 218 ქულა
2. ლორენსო (იამაჰა) - 186
3. დოვიციოზო (ჰონდა) - 163
4. როსი (დუკატი) - 118
5. პედროსა (ჰონდა) - 110
6. სპისი (იამაჰა) - 109

განრიგი
26 აგვისტო, 18:10 - I პრაქტიკა
26 აგვისტო, 22:10 - II პრაქტიკა
27 აგვისტო, 18:10 - III პრაქტიკა
27 აგვისტო, 21:55 - კვალიფიკაცია
28 აგვისტო, 22:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული