ასევე გაირკვა, რომ პრეტენდენტთა რიგებს გამოაკლდა "ფერარის" პილოტი ფელიპე მასა და ახლა ტიტულზე პრეტენზიას აცხადებენ: ფეტელი, მარკ უებერი, ფერნანდო ალონსო, ჯენსონ ბატონი და ლუის ჰემილტონი.
სებასტიან ფეტელისთვის საკმარისია მოიგოს შვიდი დარჩენილი რბოლიდან სამი და კიდევ ერთში მეექვსე მივიდეს ფინიშთან და ამ შემთხვევაში გერმანელი ვადაზე ადრე გახდება ჩემპიონი. არის სხვა ვარიანტებიც - მაგალითად, საკმარისია ოთხ რბოლაში მეორე
მარკ უებერმა უნდა მოიგოს ყველა დარჩენილი რბოლა და თან იმედი ჰქონდეს, რომ ფეტელი მეოთხე ადგილზე ზემოთ ვერ ავა, ერთ რბოლაში კი - მეხუთეზე ზემოთ.
ალონსოს სჭირდება, ფეტელი ყოველ ჯერზე მაქსიმუმ მეხუთეზე იყოს და მხოლოდ ერთხელ - მეორე. ამასთან, ესპანელმა შვიდივე ეტაპი უნდა მოიგოს.
"მაკლარენის" პილოტებისთვის ამოცანა კიდევ უფრო რთულია. თითოეულმა უნდა მოიგოს ყველა დარჩენილი ეტაპი. ამასთან, ბატონს სჭირდება, რომ ფეტელი ოთხ რბოლაში მეხუთეზე ზემოთ არ ავიდეს, სამში - მეექვსეზე ზემოთ. ჰემილტონს პირიქით - სებასტიანმა სამ რბოლაში მეხუთეზე ზემოთ არ უნდა დაიკავოს ადგილი, ოთხში - მეექვსეზე ზემოთ.
* * *
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მიკა ჰაკინენი მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი კიმი რაიკონენი, რომელიც ამჟამად რალიში გამოდის, აუცილებლად დაბრუნდება "სამეფო რბოლაში".
"ის ფორმულა 1-ში რამდენიმე წელი წარმატებით გამოდიოდა. კიმი უნიჭიერესი პილოტია, მაგრამ რაღაც მომენტში იგრძნო, რომ ჩემპიონატში გამოსვლის სურვილი აღარ ჰქონდა.
შეეძლო დიდი ხნით დარჩენილიყო ფორმულა 1-ში, მაგრამ რაღაც ახალი გამოწვევა მოისურვა - რალი ან ნასკარის სერია. რატომაც არა? ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა - მაშინ რატომ არ უნდა გააკეთოს ის, რაც სურს?!
ვიხილავთ თუ არა მას ისეთ ფორმულა 1-ში? თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოხდება... ასეთია ჩემი აზრი", - ამბობს ჰაკინენი ჟურნალ F1 Racing-თან კომენტარში.
რაიკონენმა ფორმულა 1 2009 წლის ბოლოს, "ფერარისთან" კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის შემდეგ დატოვა. უკვე ორი სეზონია ფინელი რალის მსოფლიოს ჩემპიონატში გამოდის, გარდა ამისა, წელს დებიუტი ჰქონდა ნასკარის სერიაში.
უფრო ადრე ბრიტანულმა ყოველკვირეულმა "ავტოსპორტმა" დაწერა, რომ ფორმულა 1-ში დაბრუნება რაიკონენისთვის პრიორიტეტული ვარიანტია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"