შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში "ლოტუს-რენოში" ტრავმირებულ რობერტ კუბიცას შემცვლელად მიწვეული ჰაიდფელდი ბელგიის გრანპრიმდე ჩამოაშორეს რბოლებს და მის ნაცვლად საპრიზო პილოტად ბრაზილიელი ბრუნო სენა მიიყვანეს, არადა, გერმანელის კონტრაქტი წლის ბოლომდე იყო ძალაში.
საჯინიბოს ხელმძღვანელთა აზრით, ჰაიდფელდის შედეგები არ შეესაბამებოდა მათ მოლოდინს და გუნდისთვის ახალი იმპულსის მისაცემად სეზონის ბოლომდე ბოლიდის საჭე ახალგაზრდა სენას ჩააბარეს. თავდაპირველად ჰაიდფელდმა ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება გადაწყვიტა, მაგრამ "ლოტუს-რენოს" იურიდიულ
ასე რომ, რომ უკვე ოფიციალურად არის ცნობილი - 2011 წლის ბოლომდე "ლოტუს-რენოს" მეორე პილოტი ბრუნო სენა იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"