რა დროს წასვლაა?!

AutoSharing Option
"რედ ბულის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა საინტერესო განცხადება გააკეთა ერთ-ერთ გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში. გერმანელი ჩემპიონი არ გამორიცხავს ფორმულა 1-დან წასვლას "რედ ბულთან" მიმდინარე კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.

ფეტელის ხელშეკრულება ავსტრიულ საჯინიბოსთან 2014 წლის ბოლოს დამთავრდება. გერმანელმა ჯერ არ იცის, გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს თავის ამჟამინდელ გუნდთან.

"ჩემი კონტრაქტი 2014 წლის ბოლომდე მოქმედებს, - ამბობს სებასტიანი. - ჯერჯერობით არ მაქვს სურვილი მისი ამოწურვის შემდეგ კარიერა გავაგრძელო. შესაძლოა, 4-5 წლის შემდეგ აღარ მომინდეს ბოლიდის საჭესთან ჯდომა და რაიმე სხვა საქმე ავირჩიო".

* * *
ინდოეთის გრანპრის ორგანიზატორთა განცხადებით, უკვე გაყიდულია ქვეყნის სადებიუტო რბოლაზე დასასწრები 20 ათასზე მეტი ბილეთი.

"ჩვენ უკვე გავყიდეთ 20 ათასი ბილეთი, ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით. 2500 რუპიის ღირებულების ბილეთები აღარ დარჩა და ახლა უფრო ძვირი ბილეთების რეალიზაცია მიმდინარეობს. ასევე დიდი მოთხოვნილებაა Platinum-სა და Gold-ის კატეგორიის ბილეთებზე - მას მსხვილი კომპანიები და ცნობილი ადამიანები იძენენ, რომლებიც არ ამხელენ თავიანთ ვინაობას", - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ინდოეთის გრანპრიზე ბილეთების ფასი 2500 (38 ევრო) რუპიადან 35000 (532 ევრო) რუპიამდე მერყეობს. ეტაპის ორგანიზატორები ბილეთების რეალიზაციიდან დაახლოებით 2 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობენ.
ამასობაში გაირკვა, რომ ინდოეთის რბოლაში ადგილობრივი პილოტი ნარაიან კართიკეიანი მიიღებს მონაწილეობას. ის HRT-ის ბოლიდის საჭეს მიუჯდება. ასეთი რამ წელს ერთხელ უკვე მოხდა, მაგრამ კართიკეაინმა ძალიან დაბალი შედეგი აჩვენა და ისევ სარეზერვო პილოტად გადაიყვანეს.

* * *
"მაკლარენის" პილოტმა ჯენსონ ბატონმა ბრიტანეთის ქალაქ ჰაროგეიტში ახალი რესტორანი Victus გახსნა. გახსნის ცერემონიაში, რომელიც 5 სექტემბერს გაიმართა ქალაქის მერმა ლეს ელინგტონმა მიიღო მონაწილეობა.

"გემრიელი კერძებისა და მსოფლიოს სამზარეულოს მიმართ დიდი ინტერესი მაქვს, ამიტომაც გავხდი რესტორნის პროექტის ნაწილი, რომელშიც გაერთიანებულია ჩემი საყვარელი ელემენტები: გემრიელი კერძები, კარგი ატმოსფერო და გულთბილი პერსონალი. კვებას სიამოვნება უნდა მოჰქონდეს და ვფიქრობ, Victus ამის საშუალებას იძლევა", - განაცხადა ბატონმა.

* * *
როგორც უკვე ვწერდით, "ტორო როსომ" ახალი სპონსორი იპოვნა და, შესაძლოა, 2012 წლიდან ახალ ფერებში გაფორმებული ვიხილოთ მისი ბოლიდები. შეგახსენებთ, რომ იტალიურმა საჯინიბომ სპონსორული ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ ესპანურ სანავთობო კომპანიასთან.

დღეს "ტორო როსოს" ბოლიდებზე "რედ ბული" ლოგოებია გამოსახული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვითომ სება წავა F1-იდან არ მჯერა
avtuko
14:34 07-09-2011
0
არც მე მჯერა ავთუკო :))
Irakli
17:08 07-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული