"მაკლარენის" პილოტმა ჯენსონ ბატონმა განაცხადა, რომ დარჩენილ რბოლებში გამარჯვებისთვის იბრძოლებს იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შანსი არ აქვს.
ბატონი პირობას დებს, რომ დარჩენილ ეტაპებზე თავისი მაღალი კლასის გამოვლენას შეეცდება.
"ტიტულისთვის ბრძოლის შანსი აღარ მაქვს, - განაცხადა ბატონმა. - ეს უკვე დიდი ხნის წინ ვიცოდი, მაგრამ სპორტსმენს ხომ იმედი აუცილებლად სჭირდება.
დარჩენილ რბოლებში ჩემი მაღალი კლასის გამოვლენასა და გულშემატკივრებისთვის კარგი სანახაობის ჩვენებას შევეცდები. მიუხედავად იმისა, რომ ტიტულისთვის ვეღარ ვიბრძოლებ, პირობას ვდებ, რომ ყოველ რბოლაში გამარჯვებას შევეცდები".
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
17:31 13-09-2011
ბატონი: გულშემატკივრებს ტიტულს ვერა, მაგრამ სანახაობას ვპირდები
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული