მაკლარენი ძლიერდება

AutoSharing Option
ბრიტანულმა საჯინიბო "მაკლარენმა" დაადასტურა "უილიამსის" ამჟამინდელი ტექნიკური დირექტორის სემ მაიკლის სპორტულ დირექტორად დანიშვნა.

მაიკლმა "უილიამსიდან" წასვლის შესახებ წლევანდელი სეზონის დაწყებამდე განაცხადა, მაგრამ კონტრაქტის მიხედვით ამ გუნდში კორეის გრანპრიმდე დარჩება, მომავალი წლის იანვრიდან კი "მაკლარენის" შტატში ჩაირიცხება.

"ძალიან აღელვებული ვარ "მაკლარენთან" კონტრაქტის გაფორმებით. მთელმა ჩემმა ცხოვრებამ რბოლებში გაიარა, "მაკლარენი" კი ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ლეგენდაა. ამ გუნდის რამდენიმე ხელმძღვანელს ვიცნობ და ამ კოლექტივის წევრობის პერსპექტივა გახდა ამ გარიგების გაფორმების ერთ-ერთი მიზეზი.

დიდი ხანი ვადევნებდი თვალს და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი ჰემილტონისა და ბატონის
გამოსვლით. ასეთ პილოტებთან მუშაობა პრივილეგიაა.

"უილიამსში" 11 სეზონი გავატარე, ბევრი პოზიტიური მოგონება დამრჩა ამ გუნდში მუშაობისგან. ახლა, მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მაგრამ უახლოეს მომავალში ასი პროცენტით "მაკლარენში" მუშაობაზე ვიქნები კონცენტრირებული და ყველაფერი გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდის წევრებმა, რაც შეიძლება ხშირად ჩაიცვან გამარჯვების წითელი მაისურები", - განაცხადა სემ მაიკლმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული