სება რეკორდს უმიზნებს

AutoSharing Option
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე სეზონის ლიდერმა სებასტიან ფეტელმა წლევანდელ ჩემპიონატში, შესაძლოა, ერთ სეზონში მოპოვებული ქულების რაოდენობით (პროცენტული მაყვენებელი) რეკორდი დაამყაროს.

ამ მომენტისთვის გერმანელ პილოტს 325 შესაძლებლიდან 284 ქულა აქვს, რაც 87.4 პროცენტს შეადგენს. რეკორდის მფლობელი კი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერია, რომელმაც 2002 წლის სეზონში 170-დან 144 ქულა დააგროვა, ანუ საერთო რაოდენობის 84.7 პროცენტი.

"რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება ერთ სეზონში ქულების რაოდენობით რეკორდის მოხსნა, - ამბობს სებასტიან ფეტელი გაზეთ "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე დიადი
მიღწევა ეკუთვნის აირტონ სენას, რომელმაც ზედიზედ სამი-ოთხი წელი ერთ ჩემპიონატში ყველაზე მეტი პოული მოიპოვა. ვფიქრობ, ის ფორმულა 1-ის ნამდვილი ლეგენდაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
F1-ის ჯადოქარი _ Ayrton Senna da silva :)
Irakli
17:59 15-09-2011
0

სიახლეები პოპულარული