ედი ირვაინის TOP10 ქალი

AutoSharing Option
სპორტულ ჟურნალებში პოპულარულია რუბრიკა გამოჩენილი სპორტსმენების ცოლებისა და შეყვარებულების შესახებ. ხშირად დგება ფეხბურთელების, ჰოკეისტების, კალათბურთელების, მოკრივეებისა და სხვათა მეორე ნახევრების საუკეთესო ათეულები. ფორმულა 1-ში კი არსებობს ერთი ადამიანი, რომლის გოგონებისგან ტოპ-ასეულის შედგენა შეიძლება.

ის მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა, მაგრამ მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუნდაც იმიტომ, რომ თავის დროზე, "ფერარის" წევრი იყო. ეს პილოტია ირლანდიელი ედი ირვაინი. მისი ყველა სასიყვარულო ისტორიის ჩამოთვლა შეუძლებელია (გამორიცხული არ არის, რომ თავადაც არ ახსოვს ყველა), უბრალოდ საუკეთესო ათეული უნ
და გამოვარჩიოთ.

10. რეიჩელ ჰანტერი
ახალზელანდიელი სუპერმოდელი და ტელეწამყვანი. ის სულ ცოტა ხნის წინ იყო ედის შეყვარებული. მათზე ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყეს ლაპარაკი, 2010 წლის მაისში კი რეიჩელი და ედი მონაკოში Amber Fashion Show-ზე ერთად მივიდნენ.

Sportall.Ge

9. მიშელ დოჰერტი
ირლანდიელი მოდელი. ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ყოფილი ფერარელის ამ რომანის შესახებ. მათ კავშირზე 2008 წელს წერდნენ, როცა წყვილს ხშირად ხედავდნენ დუბლინის ღამის კლუბებში.

Sportall.Ge

8. პამელა ანდერსონი
ამერიკელი მსახიობი და ფოტო-მოდელი, რომელსაც ყველა იცნობს. იმის შესახებ, რომ "მალიბუს მაშველმა" ედისთან შეხვედრა დაიწყო, პრესამ 2006 წლის თებერვალში შეგვატყობინა. ისევე, როგორც ირვაინის ყველა სასიყვარულო კავშირი, ესეც ხანმოკლე იყო - უკვე ივნისში პამელა და ედი ერთმანეთს გაეყარნენ.

Sportall.Ge

7. ლუსიანა მორადი
ბრაზილიელი სუპერმოდელი და ტელეწამყვანი, რომელიც "როლინგ სტოუნზის" ლეგენდარული ვოკალის მიკ ჯაგერის განქორწინების მიზეზი გახდა. თან ლუსიანამ მიკს 4.5 მილიონი წაართვა სასამართლოს ძალით. მორადი ირლანდიელი პილოტის ბადეში 2000 წლის ბოლოს გაება, მაგრამ არ გასულა რამდენიმე თვე და ედი უკვე ახალ მუზას ეძებდა.

Sportall.Ge

6. ლუჩია გალეონე
იტალიელი სუპერმოდელი და მოცეკვავე. ფორმულა 1-ის პილოტის კარიერის დასრულებიდან სამი წლის თავზე ირვაინმა გადაწყვიტა დროებით მილანთან ახლოს თავის ვილაში ეცხოვრა. საღამოობით მას ხშირად ხედავდნენ გალეონესთან ერთად, მაგრამ ედის მალე მობეზრდა იტალიაში ცხოვრება და სამშობლოში გაიქცა. ბუნებრივია, მის გეგმებში არ შედიოდა იტალიელის თან წაყვანა.

Sportall.Ge

5. ანდრეა ვერეშოვა
მის სლოვაკეთი, აგრეთვე მსახიობი. ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ირვაინს კინოში აქვს ნათამაშები. ეს იყო ჩეხურ-ამერიკული ფილმი - "პრინცი და მე". გადაღებებისას მისი პარტნიორი იყო ანდრეა ვერეშოვა. რომანი გადაღებების დაწყებისთანავე გაიბა და ასევე სწრაფად დასრულდა - გადაღებების დამთავრების შემდეგ.

Sportall.Ge

4. კაილი მინოუგი
ცნობილ ავსტრალიელ მომღერალს ასევე ყველა კარგად იცნობს. მასზე და ედიზე ბევრს ლაპარაკობდნენ 2000 წელს, მაგრამ იმავე წელს ირლანდიელი ამ რეიტინგის მეშვიდე ნომერზე გადაერთო.

Sportall.Ge

3. ალინა პუშკაუ
რუმინელი სუპერმოდელი, მსახიობი და მომღერალი. ედის სამი თვის განმავლობაში ხვდებოდა, მაგრამ შემდეგ რატომღაც ჩათვალა, რომ პილოტი მისთვის ხედმეტად "შეშლილი" იყო, არადა, თავად ალინას უკვე 18 წლის ასაკში ჰქონდა რომანი ვინ დიზელთან.

Sportall.Ge

2. კარენ მიულდერი
ჰოლანდიელი სუპერმოდელი. 2002 წელს 21 წლის კარენი ძალიან გატაცებული იყო ჩვენი გმირით და ედისგანაც იგივეს გრძნობა ამოძრავებდა. მაგრამ ირვაინს ინტერესი მალე გაუქრა. ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა მიულდერს გარკვეული ხანი შეგუება დასჭირდა ირვაინის გარეშე ცხოვრებასთან.

Sportall.Ge

1. მანუელა არკური
იტალიელი სუპერმოდელი და მსახიობი, ამ რეიტინგის ლიდერი. მათი რომანის შესახებ 1999 წელს პრაქტიკულად ყველამ ყველაფერი იცოდა. ისინი ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს, მოკლედ, შესანიშნავი წყვილი იყო, მაგრამ მათმა კავშირმა დიდხანს ვერ გაძლო. უკვე მომდევნო წლის დასაწყისში ედის ახალი გოგონა ჰყავდა, მანუელას ახალი ახალაგაზრდა მამაკაცი.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული