ფეტელს ბოლიდს აჩუქებენ

AutoSharing Option
"რედ ბულის" მფლობელმა, ავსტრიელმა მილიარდერმა დიტრიხ მატეშიცმა ჟურნალისტებს იმ საჩუქრის შესახებ მოუყვა, რომელსაც გერმანელ სებასტიან ფეტელს უმზადებს 2011 წლის ჩემპიონატის მოგებისთვის.

"ისევე როგორც გასულ სეზონში, ტიტულის მოპოვების შემთხვევაში სებასტიანი საჩუქრად თავისივე ბოლიდს მიიღებს", - ამბობს მატეშიცი Auto Motor und Sport-თან ინტერვიუში.

ამასობაში, "რედ ბულის" მეპატრონემ იმავე ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს თავის კუთვნილი მეორე საჯინიბოს - "ტორო როსოს" გაყიდვას.

"ტორო როსო" არ იყიდება, თუმცა ჩვენ არ გამოვრიცხავთ პარტნიორობას სხვა მხარესთან, თუ, რა თქმა უნდა, ეს იქნება სწორი პარტნიორი.

გადაწყვეტილება ბევრ
ფაქტორზეა დამოკიდებული - ფინანსურზე, პოლიტიკურზე, მარკეტინგულზე, მაგრამ მთავარია გვესმოდეს - ჩვენ ფორმულა 1-ში სპონსორის სტატუსით არ ვიმყოფებით, არამედ ორი გუნდის მფლობელები ვართ და შევინარჩუნებთ ამ სტატუსს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული