რა სჭირდება ფეტელს?

AutoSharing Option
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გერმანელ სებასტიან ფეტელს კვირას, სინგაპურის გრანპრიზე შეუძლია ჩემპიონის მეორე ტიტულის ვადაზე ადრე მოპოვება. ამისთვის აუცილებელია სამი სავარაუდო სცენარიდან ერთ-ერთის შესრულება, - წერს ფორმულა 1-ის ოფიციალური ვებგვერდი.

1. ფეტელი იგებს რბოლას, ფერნანდო ალონსო მეოთხე ან უფრო დაბალ ადგილს იკავებს, ჯენსონ ბატონი და მარკ უებერი მესამე ან უფრო ქვედა პოზიციაზე აღმოჩნდებიან;

2. ფეტელი მეორე ადგილზეა, ლუის ჰემილტონი - მესამე ან ქვემოთ, ალონსო - მერვე ან ქვემოთ, ბატონი და უებერი - მეოთხე
ან ქვემოთ;

3. ფეტელი მესამეზეა, ჰემილტონი - მეოთხე ან ქვემოთ, ალონსო - მეცხრე ან ქვემოთ, ბატონი და უებერი - მეშვიდე ან ქვემოთ.

არსებობს სამი სავალდებულო პირობა: ფეტელი პოდიუმზე უნდა მოხვდეს, ალონსომ რბოლა პოდიუმის მიღმა უნდა დაასრულოს. გარდა ამისა, ჰემილტონის გამარჯვების შემთხვევაში გერმანელი ვადაზე ადრე ჩემპიონი ვერ გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სება ისედაც ჩემპიონია რადროს გამოთვლებია
avtuko
19:18 24-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული