სინგაპური ციფრებში

AutoSharing Option
- სინგაპურის გრანპრი მხოლოდ მეოთხედ ტარდება.
- 2008 წლის 28 სექტემბერს, "მარინა-ბეის" ავტოდრომზე პირველად ფორმულა 1-ის ისტორიაში ჩატარდა ღამის რბოლა.
- ის ისტორიული რბოლა ესპანელმა ფერნანდო ალონსომ მოიგო "რენოს" ავტომობილით.
- ისევე, როგორც ყველა სხვა ახალი ავტოდრომი, "მარინეა-ბეიც" გერმანელი სარბოლო არქიტექტორის ჰერმან ტილკეს დაპროექტებულია.
- 2011 წლის სეზონში სინგაპურის ტრასაზე უფრო გრძელი დისტანცია მალაიზიაში და თურქეთში იყო.
- დისტანციის სიგრძეა - 309,316 კმ (61 წრე - 5073 მეტრი). ერთ წრეზე 23 მოსახვევია (14 - მარცხენა, 9 - მარჯვენა). მაქსიმალური სიჩქარე
დაახლოებით საათში 290 კილომეტრია - მას პილოტები სტარტი/ფინიშის სწორ მონაკვეთზე აღწევენ.
- სინგაპურის მეორე გრანპრიზე პირველობა მოიპოვა ლუის ჰემილტონმა "მაკლარენიდან". ამასთან, პირველ რბოლასთან შედარებით, მან და ალონსომ ადგილები გაცვალეს (პირველი და მესამე).
- სინგაპურში მეორე ადგილს ჯერჯერობით მხოლოდ გერმანელი პილოტები იკავებენ - ტიმო გლოკი (2008), ნიკო როსბერგი (2009) და სებასტიან ფეტელი (2010).
- სამი წელი არსებობის მიუხედავად, ტრასამ უკვე შეიცვალა კონფიგურაცია. შედეგად, წრე ექვსი მეტრით გრძელი გახდა.
- მხოლოდ ალონსომ მოახერხა სამივე რბოლაში პოდიუმზე ასვლა (ორი მოგება და მესამე ადგილი 2009 წელს). ამასთან, მან გამარჯვება ორი სხვადასხვა გუნდის ბოლიდით მოიპოვა - "რენო" (2008) და "ფერარი" (2010).
- კვალიფიკაციაზე საუკეთესო დრო შარშან ალონსომ აჩვენა - 1.45,390. ის იყო საუკეთესო რბოლაშიც - 1.47,976 (56-ე წრე, 169,138 კმ/სთ).
- 2008 წელს პოულის მფლობელი ბრაზილიელი ფელიპე მასა "ფერარის" ბოლიდით მხოლოდ მე-13 მივიდა ფინიშთან. ერთ-ერთი პიტსტოპის დროს ფელიპემ ადრე დაიწყო მოძრაობა და რამდენიმე მეტრი საწვავის მოგლეჯილი მილით იარა, თან გზად საკუთარი გუნდის რამდენიმე მექანიკოსი წააქცია.
- 2008 წელს ბრაზილიელმა ნელსონ პიკემ მე-13 წრეზე ბეტონის ბარიერთან შეჯახებისას დაამტვრია საკუთარი "რენო", რითაც დიდი როლი ითამაშა მოვლენათა შემდგომ განვითარებაში. მისმა პარტნიორმა ალონსომ ავარიამდე პიტსტოპი შეასრულა და ბოლო ადგილამდე ჩამოქვეითდა. საბოლოოდ კი პირველი მივიდა ფინიშთან! ტრასაზე გამოსული პეისკარის გამო დანარჩენი პილოტები ასევე გაჩერდნენ ბოქსებში.

შედეგად, ესპანელი მეხუთე ადგილზე გადავიდა. მის წინ მყოფ პილოტებს კი ან საბურავის აუცილებელი შეცვლა სჭირდებოდათ (იარნო ტრული და ჯანკარლო ფიზიკელა) ან 10-წამიანი საჯარიმო დრო ელოდათ (რობერტ კუბიცა და ნიკო როსბერგი).

- ალონსო ერთადერთია, ვინც სინგაპურის გრანპრიზე ჰეთ-თრიკი (პოული, რბოლის მოგება, საუკეთესო წრე) შეასრულა (2010). ეს მისი მეხუთე ასეთი წარმატება იყო.
- ჯერჯერობით არც ერთ საჯინიბოს არ მოუგია სინგაპურში ორჯერ. "მარინა-ბეიზე" არც დუბლი შესრულებულა.
- ყველაზე მეტი ქულა ალონსოს აქვს მოპოვებული - 41. სულ ქულები 10 გუნდის 14-მა პილოტმა დააგროვა.
- კონსტრუქტორთა შორის ყველაზე მეტი ქულა აქვს "რედ ბულს" (40) - ათით მეტი, ვიდრე "მაკლარენს".
- სებასტიან ბუემისთვის ("ტორო როსო") ეს რბოლა 50-ე იქნება ფორმულა 1-ში.
- ტიმო გლოკისთვის სინგაპურის გრანპრი ყველაზე წარმატებულია - 13 ქულა. ხოლო 2009 წელს პოდიუმი ჯერჯერობით უკანასკნელია გერმანელის კარიერაში.
- ჰემილტონს ოთხი წრე ლიდერობა სჭირდება იმისთვის, რომ კარიერაში 1000 ასეთი წრე დაუგროვდეს.
- ბოლოს ფინელმა ჰეიკი კოვალაინენმა ქულები (2) 2009 წელს სინგაპურში დააგროვა.
- ნიკო როსბერგი კარიერაში ხუთჯერ ასულა პოდიუმზე და მხოლოდ ერთხელ - მესამე ადგილზე ზემოთ (სინგაპურში). აღსანიშნავია, რომ გერმანელი პირველად პელოტონს სათავეში სწორედ სინგაპურის გრანპრიზე ჩაუდგა - 2008 წელს ის 11 წრე ლიდერობდა.
- მიხაელ შუმახერს კარიერაში 1500 ქულამდე შვიდი ქულა არ ჰყოფნის (ბოლო ორმა რბოლამ გერმანელს 10 ქულა მოუტანა).

სინგაპურის პოდიუმები
2008
ფერნანდო ალონსო (რენო)
ნიკო როსბერგი (უილიამსი)
ლუის ჰემილტონი (მაკლარენი)
2009
ლუის ჰემილტონი (მაკლარენი)
ტიმო გლოკი (ტოიოტა)
ფერნანდო ალონსო (რენო)
2010
ფერნანდო ალონსო (ფერარი)
სებასტიან ფეტელი (რედ ბული)
მარკ უებერი (რედ ბული)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული