სინგაპური: საგულისხმო სტატისტიკა

AutoSharing Option
სინგაპურის გრანპრის შემდეგ ცნობილმა საენციკლოპედიო ბაზამ - Forix-მა რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოექვეყნა.

ფეტელის მიღწევები

- სებასტიან ფეტელმა სეზონში მეცხრე გამარჯვებას მიაღწია და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა 1992 წელს ნაიჯელ მენსელის შედეგს. მხოლოდ მიხაელ შუმახერმა მიაღწია უფრო მეტს - 2002 წელს 11 გრანპრი მოიგო, 2004 წელს - 13. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ხუთი ეტაპია დარჩენილი, ასე რომ ფეტელს აქვს შანსი თანარეკორდსმენი ან სულაც რეკორდსმენი გახდეს.
- ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ეტაპით ადრე ფეტელს 11 პოული აქვს მოპოვებული. 13 პოული ჰქონ
და აირტონ სენას 1988 და 1989 წლებში, აგრეთვე ალენ პროსტს 1993 წელს. რეკორდი ნაიჯელ მენსელს ეკუთვნის - 1992 წელს 14 პოული.
- წელს ფეტელმა რვა გამარჯვებას მიაღწია მაშინ, როცა პოულიდან აიღო სტარტი. ამდენივე ჰქონდა შუმახერს 2004 წელს, რეკორდის მფლობელი კი აქაც მენსელია - პოულიდან ცხრა გამარჯვება (1992).
- ფეტელი მეოთხე ადგილს იკავებს ერთ სეზონში პოდიუმების რაოდენობით. რეკორდის მფლობელია მიხაელ შუმახერი, რომელიც 2002 წელს ჩვიდმეტივე რბოლაში პირველ სამეულში მოხვდა.
- ფეტელი ამ წლის სრულ სარბოლო დისტანციაზე 69.8 პროცენტი ლიდერობდა. რეკორდსმენია ჯიმ კლარკი - 72 პროცენტი 1963 წელს.

მასას წარუმატებლობები
თუ ფეტელისთვის წელს ყველაფერი ბრწყინვალედ მიმდინარეობს, ფელიპე მასას პირიქით, ძალიან არ უმართლებს.
აი მისი უიღბლობების სია:
- მალაიზია: დროის დაკარგვა პიტ-სტოპზე;
- თურქეთი: დროის დაკარგვა ორ პიტ-სტოპზე;
- ესპანეთი: გადაცემათა კოლოფის დაზიანება;
- მონაკო: კონტრაქტი ლუის ჰემილტონთან;
- კანადა: წინა ანტიფრთის დაზიანება HRT-ის გასწრებისას;
- ვალენსია: წონასწორობის დაკარგვა, უკანა ანტიფრთის დაზიანება;
- ბელგია: საბურავის დაზიანება;
- იტალია: კონტაქტი უებერთან, წონასწორობის დაკარგვა;
- სინგაპური: კონტრაქტი ლუის ჰემილტონთან, საბურავის დაზიანება.
ასეთი უიღბლობის მიუხედავად, მასა ბოლო რვა რბოლაში აგროვებს ქულებს.

კვალიფიკაცია
ფეტელი გაუთანაბრდა მიკა ჰაკინენს კარიერაში პოულების რაოდენობით. სებასტიანს 26 პოული აქვს, რომელთაგანაც 25 “რედ ბულის” რიგებში ჩატარებული 50 გრანპრის დროს მოიგო.
1. მიხაელ შუმახერი 68
2. აირტონ სენა 65
3. ჯიმ კლარკი 33
3. ალენ პროსტი 33
5. ნაიჯელ მენსელი 32
6. ხუან-მანუელ ფანხიო 29
7. სებასტიან ფეტელი 26
7. მიკა ჰაკინენი 26

- ფეტელს ეკუთვნის ახალი რეკორდი სინგაპურის გრანპრიზე კვალიფიკაციის დროს - გერმანელმა ფერნანდო ალონსოს შარშანდელ შედეგს
ერთი წამი ჩამოაკლო.
- ლუის ჰემილტონი ზედიზედ 30 გრანპრია კვალიფიკაციაზე პირველ ათეულში ხვდება. თუმცა ბრიტანელის პოულის გარეშე სერია 25 გრანპრიმდე ავიდა. პირველად სინგაპურში ის სასტარტო ბილიკის პირველ სამეულში ვერ მოხვდა.
- ალონსოსა და “ფერარის” უკვე ერთი წელია პოული არ მოუპოვებიათ.

რბოლა
სინგაპურის ეტაპის შემდეგ სებასტიან ფეტელმა კარიერაში ოცდამეთორმეტედ მოახერხა პოდიუმზე ასვლა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ჯიმ კლარკს, ჟან ალეზისა და ჟაკ ლაფიტს.

1. მიხაელ შუმახერი 154
2. ალენ პროსტი 106
3. აირტონ სენა 80
4. ფერნანდო ალონსო 70
5. რუბენს ბარიკელო 68
6. დევიდ კულტჰარდი 62
6. კიმი რაიკონენი 62
8. ნელსონ პიკე 60
9. ნაიჯელ მენსელი 59
10. ნიკი ლაუდა 54
11. მიკა ჰაკინენი 51
12. გერჰარდ ბერგერი 48
13. კარლოს როიტემანი 45
14. ჯეკი სტიუარტი 43
15. დეიმონ ჰილი 42
16. ლუის ჰემილტონი 40
17. ჯენსონ ბატონი 38
18. რიკარდო პატრეზე 37
19. გრემ ჰილი 36
20. ხუან-მანუელ ფანხიო 35
20. ემერსონ ფიტიპალდი 35
22. ფელიპე მასა 33
22. დენი ჰულმი 33
22. ჯოდი შექტერი 33
25. ჟან ალეზი 32
25. ჯიმ კლარკი 32
25. ჟაკ ლაფიტი 32
25. სებასტიან ფეტელი 32

- “რედ ბულმა” პირველად მოიგო სინგაპურის გრანპრი. ამ ტრასაზე ჩატარებულ ოთხ რბოლაში ოთხ სხვადასხვა გუნდს გაუმარჯვია: “რენოს”, “მაკლარენს”, “ფერარისა” და “რედ ბულს”.
- ჯენსონ ბატონი ზედიზედ მეოთხედ ავიდა პოდიუმზე და პირველად მოხვდა სინგაპურში საპრიზო სამეულში.
- ფერნანდო ალონსო პირველად ვერ ავიდა სინგაპურში პოდიუმზე.
- პოლ დი რესტამ კარიერაში საუკეთესო შედეგს მიაღწია - მეექვსე ადგილზე გავიდა. მისმა თანაგუნდელმა ადრიან სუტილმა მერვე ადგილი დაიკავა - პირველად სეზონის სადებიუტო რბოლის შემდეგ "ფორს ინდიას" ორივე პილოტმა მოიპოვა ქულები.
- მეხუთედ ამ სეზონში ლუის ჰემილტონმა იმაზე უარესი შედეგი აჩვენა, ვიდრე კვალიფიკაციის დროს ჰქონდა. პირველად “მაკლარენში” ჯენსონ ბატონის მისვლის შემდეგ ლუისმა თანაგუნდელთან ზედიზედ ოთხი რბოლა წააგო. პირველად კარიერაში ჰემილტონმა სეზონში ვერც ერთ ქუჩის რბოლაში პოდიუმზე ასვლა ვერ მოახერხა.
- კარიერაში 247-ე რბოლის ჩატარებით, იარნო ტრული მეოთხეა ეტაპების რაოდენობით ყველა დროის სიაში. შემდეგი ორიენტირია რიკარდო პატრეზე, რომელსაც 256 რბოლაში მიუღია მონაწილეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული