ბაჰრეინის მხარემ გარანტიის სახით სრულად გადაუხადა ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერს ბერნი ექლსტოუნს არშემდგარი ეტაპის ჩასატარებელი მილიონები.
მაგრამ ბაჰრეინში პოლიტიკური სიტუაცია კვლავაც დაძაბულია. მონარქიის ოპონენტებს შორის ისევ ვხედავთ მათ, ვინც ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარების წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ეს ძალები 2012 წელსაც შეიძლება გააქტიურდნენ.
თუ ჭორებს დავუჯერებთ, მოსალოდნელი პრობლემების თავიდან ასაცილებლად და ეტაპების რიცხვის შესანარჩუნებლად
თურქული ტრასა შეტანილი არ არის 2012 წლის კალენდრის წინასწარ ვერსიაში, რომელიც ავტოსპორტის ფედერაციის მსოფლიოს საბჭომ მოიწონა, მაგრამ თუ მოულოდნელად ვაკანსია გაჩნდა, თურქებს ისევ ექნებათ ფორმულა 1-ის ეტაპის მიღების შანსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"