"პრაქტიკულად ყოველი რბოლის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ მორიგ ინციდენტს ლუის ჰემილტონის მონაწილეობით. ბრიტანელის ხუთწლიანი კარიერის განმავლობაში ჯერ არ ყოფილა სეზონი, რომ მას ამდენი შეცდომა დაეშვას. დღეს ბევრი ეძებს ამგვარი ჩავარდნის მიზეზს.
ვიღაცას მიაჩნია, რომ ეს არის ფსიქოლოგიურიი ხასიათის პრობლემა - ჰემილტონი განაწყენებულია იმით, რომ მანქანა კვლავ არ აძლევს ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას. შესაძლოა, მიზეზი სულ სხვა იყოს.
წლევანდელი სეზონის გადამწყვეტი ფაქტორები - უკანა მოძრავი
90-იანი წლების დასაწყისიდან ფორმულა 1-ში დიდი მუშაობა დაიწყეს გასწრებების რიცხვის გაზრდისთვის. მრავალი წლის განმავლობაში სტაბილურად გასწრება მხოლოდ რამდენიმე პილოტს შეეძლო. პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ აირტონ სენა, ნაიჯელ მენსელი და ხუან-პაბლო მონტოია - მათ სხვებზე უკეთ შეეძლოთ მანქანის დინამიკაზე კონტროლი. ჰემილტონიც მათ რიცხვში შედის.
კარგი მაგალითია 2007 წელს კიმი რაიკონენზე შეტევა მონცას ტრასის პირველ მოსახვევში. ეს არის სერიოზული დამახრუჭების ზონა - სისწრაფის არანორმალური დაგდება მანქანისთვის, რომელიც მინიმალურ მოჭიდების ძალაზეა მომართული. ჰემილტონი რაიკონენის მანქანის უკნიდან ისე სწრაფად და გვიან გამოვარდა, რომ ფინელი გაოგნებული დარჩა - კიმის მოუწია ლუისის შიდა რადიუსზე გატარება.
ჰემილტონის მანქანის სიჩქარე იმ კონკრეტული მოსახვევისთვის ძალიან დიდი იყო, მაგრამ ლუისმა შეგნებულად მოახდინა გადაჭარბებული მანევრირების პროვოცირება, რათა ტრასიდან არ გავარდნილიყო.
შესაძლოა, ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი ჰემილტონის უნიკალური თვისებისა - მონახოს შეტევის ისეთი ვარიანტი, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ. ის ეძებდა და პოულობდა ასეთ ვარიანტებს პირველივე ეტაპებიდან.
ახლა ეს ფაქტორი პრობლემატური გახდა. დღეს გასწრება ძალიან იოლია - თუ მეტოქეს საბურავები გაცვეთილი აქვს ან უკანა მოძრავი ანტიფრთის გამოყენება შესაძლებლობა არსებობს, ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის გასწრება. ახლა ეს - ტაქტიკური თამაშია.
კარგი მაგალითია - ჰემილტონისა და შუმახერის ხანგრძლივი დუელი მონცაში, როცა ლუისის შეტევები ნეიტრალიზებული იქნა გერმანელის დაცვის მიერ, ბატონი კი სწრაფად გავიდა წინ იმის ხარჯზე, რომ მის მანქანაზე საბურავი უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე შუმახერის ბოლიდზე.
სინგაპურში ლუისმა წარუმატებლად შეუტია მასას - მან ვერ შეაფასა მანქანის წინა ნაწილის მდებარეობა და ფელიპეს შეეხო. მას უბრალოდ რომ მოეთმინა, შემდეგ წრეზე შეძლებდა წინ გასვლას უკანა მოძრავი ანტიფრთისა და KERS-ის სისტემის წყალობით. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ რაც უფრო რთულია სიტუაცია, მით უფრო მეტად ინდომებს ჰემილტონი და მით უფრო უარესად გამოსდის საქმე. სავარაუდოდ, მან უნდა გაანალიზოს სიტუაცია და მიხვდეს, როგორ იმოქმედოს ეფექტურად ფორმულა 1-ის შეცვლილ რეალობაში", - მსჯელობს მარკ ჰიუზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"