პერესი: ფერარიში 2013 წელს?

AutoSharing Option
არ წყდება მსჯელობა იმის შესახებ, რომ "ფერარი" არ აპირებს 2012 წლის შემდეგ ბრაზილიელ ფელიპე მასასთან კონტრაქტის გაგრძელებას. დასახელდა მასას რამდენიმე შემცვლელი - ჯენსონ ბატონი, ნიკო როსბერგი, მაგრამ ყველაზე რეალურ პრეტენდენტად სერხიო პერესს მიიჩნევენ.

მექსიკელს აქვს ნიჭი და სისწრაფე, გამოცდილებას კი "ზაუბერის" რიგებში გამოსვლითა და "ფერარის" ახალგაზრდულ პროგრამაში მონაწილეობით აგროვებს.

ამ ჭორებს "ფერარის" ერთ-ერთი მთავარი სპონსორის, ბანკ "სანტადერის" წარმომადგენელთა განცხადება ამყარებს. როგორც ირკვევა, ესპანური ბანკი სამხრეთ ამერიკაში დიდი სარეკლამო კამპანიის დაწყებას აპირებს. ესპანელ ბანკირებს ძალიან უნდათ გამოიყენონ პერესის ძველი კავშირები მექსიკელ
მილიარდერ კარლოს სლიმთან. ამ უკანასკნელის გავლენა რეგიონში შეუფასებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული