"დარწმუნებული ვარ, რომ რობერტი 2012 წლის სეზონში ფორმულა 1-ში გამოვა. ზუსტი თარიღის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ იანვარში ის უკვე მწყობრში იქნება, თუმცა, არ არის გამორიცხული, ეს ნოემბერშიც მოხდეს.
მარჯვენა ხელის მდგომარეობის გამო აღარ ვღელავ. მიღებული ტრავმების სერიოზულობის, გაწყვეტილი ნერვებისა და მყესების გათვალისწინებით, რეაბილიტაციისთვის დრო არის საჭირო, მაგრამ ახლა მგრძნობელობა სრულად აღდგენილია.
ფეხზე ჯერჯერობით ფიქსატორი ადევს და არ ვჩქარობთ მის მოცილებას. საჭიროა კუნთებს ძალა დაუბრუნდეს, რადგან
"ლოტუს-რენომ" პოლონელს ბოლო ვადად ოქტომბრის შუა რიცხვები დაუწესა - სწორედ ამ პერიოდში უნდა იქნას მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. კუბიცას აღდგენითი პროცესი დაახლოებით ერთ თვეს კიდევ გაგრძელდება, ასე რომ, მას ფრანგულ საჯინიბოში ადგილი გარანტირებული არ აქვს, თუმცა პილოტის მენეჯერი დანიელე მორელიც ოპტიმისტურად არის განწყობილი.
"რა თქმა უნდა, რთული იქნება "ლოტუს-რენოს" მიერ დათქმულ ვადაში გამოჯანმრთელება, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენი ხანი გაგრძელდება რობერტის აღდგენითი კურსი. თუმცა ჩვენ გვაქვს სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველი. არ მგონია, რომ ბოლოს ვადის რამდენიმე კვირით გადაცილებამ ჩვენს გეგმებს ხელი შეუშალოს. მთავარია, რომ კუბიცა რბოლებს დაუბრუნდება. დღეს ერთადერთი პრობლემა მხოლოდ კუნთის ძალის აღდგენაშია", - ამბობს დანიელე მორელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"