ლუისი არ ჩქარობს

AutoSharing Option
"მაკლარენის" ბრიტანელი პილოტი ლუის ჰემილტონი არ ჩქარობს თავის შეყვარებულზე, ცნობილ მომღერალ ნიკოლ შერცინგერზე დაქორწინებას.

მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი აცხადებს, რომ ჯერ მზად არ არის ნიკოლთან ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონებისთვის.

26 წლის ლუისი და 33 წლის ნიკოლი ოთხი წელია ერთად არიან. პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი შორდებიან ერთმანეთს, თუმცა წყვილი მაშინვე უარყოფს ხოლმე ამგვარ ჭორებს.

ივლისში ბრიტანული ტაბლოიდები წერდნენ ჰემილტონისა და შერცინგერის ნიშნობის შესახებ. ნიკოლმა მაშინვე იმედი გაუცრუა თაყვანისმცემლებს - ეს მხოლოდ ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი იყო.

ამასთან, მომღერალი მუდმივად აცხადებს,
რომ ლუისთან ერთად ბედნიერია და სურს მასთან ერთად გაატაროს სიცოცხლის დარჩენილი წლები.

ამჯერად განცხადებით ლუისი გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯერ მზად არ  არის საოჯახო ცხოვრებისთვის. ქორწინებაზე უარის თქმა პილოტის სპორტულ ამბიციებს ემყარება. ჰემილტონის აზრით, ოჯახი და ბავშვები - ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა, რომელიც მას ტრასაზე რისკის საშუალებას არ მისცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული