ხაიმემ სიმღერაც იცის

AutoSharing Option
"ტორო როსოს" ესპანელი პილოტი ხაიმე ალგერსუარი რბოლების გარდა სხვა გასართობისთვისაც იცლის. ხაიმე ფორმულა 1-სგან თავისუფალ დროს დიჯეის პროფესიას მისდევს და ცოტა ხნის წინ გამოვიდა მისი პირველი სტუდიური ალბომი.

ალბომის სახელწოდებაა - Organic Life და მისი გამოსვლიდან ხუთი დღის შემდეგ პირველი ადგილი დაიკავა ესპანეთში iTunes-ის ჰიტ-აღლუმში. პილოტმა ეს ალბომი ბარსელონაში საკუთარ სტუდიაში ჩაწერა.

"სტუდიაში ვმუშაობდი უამრავი ტრეკსა და ჩანაწერზე. სწორედ ახლა წარმოვადგინე ალბომი, რადგან ვგრძნობ, რომ ეს სწორი დროა", - აღნიშნა ხაიმე ალგეერსუარიმ.

აგრეთვე საინტერესოა, რომ ხაიმე ხშირად გამოდის იბიცაში Squire-ის
ფსევდონიმით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული