სკანდალი იწყება

AutoSharing Option
სერიოზული სკანდალი მწიფდება ფორმულა 1-ში. როგორც ჩანს, გაგრძელება ექნება კონფლიქტს "ფერარისა" და "მაკლარენის" პილოტებს - ფელიპე მასასა და ლუის ჰემილტონს შორის.

შეგახსენებთ, რომ სინგაპურის გრანპრის მე-12 წრეზე ბრიტანელი უკნიდან შეეჯახა ბრაზილიელს. ინციდენტის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა "მაკლარენის" ბოლიდის წინა ანტიფრთა, ხოლო მასას ბოლიდზე საბურავი დაზიანდა. როგორც ESPN იტყობინება, ჯერ კიდევ ამ ავარიამდე მასამ რადიოთი გუნდისგან ბრძანება მიიღო, რომ ჰემილტონისთვის რბოლა გაეფუჭებინა.

"რაც შეიძლება დიდხანს შეაყოვნე უკან ჰემილტონი, - უთხრა მასამ მისმა სარბოლო ინჟინერმა რობ სმედლიმ. - გაუფუჭე მას რბოლა. შენ შეგიძლია
ამის გაკეთება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული