ბრიტანელი ამ გუნდში 2010 წლიდან გამოდის და დღემდე ოთხი გრანპრი მოიგო. ჯერჯერობით არ სახელდება ხელშეკრულების ფინანსური პირობები და მისი მოქმედების ვადა, თუმცა "მაკლარენი" ირწმუნება, რომ ლაპარაკია მრავალწლიან ხელშეკრულებაზე.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ჩემპიონატში ბატონი საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე იმყოფება და ვიცეჩემპიონობის რეალური შანსი გააჩნია.
"ასე კომფორტულად თავი არასოდეს მიგრძვნია. ამ გუნდის რიგებში მოვიგე ოთხი საუკეთესო რბოლა ჩემს კარიერაში, ამჟამად მეორე ადგილს ვიკავებ პირად ჩათვლაში და ვგრძნობ,
ასეთი ფორმის მიღწევა კი მხოლოდ სათანადო მხარდაჭერით არის შესაძლებელი და მე მართლაც მიმაჩნია, რომ "მაკლარენში" გამარჯვებისკენ სწრაფვა უფრო მეტია, ვიდრე სხვაგან. როგორც პილოტი, უჩვეულოდ ძლიერ ემოციებს ვგრძნობ იმის გამო, რომ იმ გუნდის ნაწილი ვარ, რომელმაც უფრო გაამყარა ჩემი სურვილი კიდევ დიდი ხნით დავრჩე ფორმულა 1-ში.
არასოდეს დამიმალავს, რომ მინდა მოვიგო რბოლები და ვიბრძოლო ჩემპიონის ტიტულისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდში მე შევძლებ დასახული მიზნის მიღწევას. "მაკლარენში" იციან გამარჯვება. ერთად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომდევნო წლებში ჩემპიონობა მოვიპოვოთ", - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ახალი კონტარქტის გაფორმებით მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"